Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ერთ-ერთი მთავარი, რასაც მოგვცემს სტაჟირების პროგრამა, არის ის, რომ თავიდანვე შეიძენთ სტაჟს და მიიღებთ უნიკალურ გამოცდილებას – ირაკლი კობახიძე სტუდენტებს

მარშალ პრესი 23/03/2024
irakli kobakhidze

ეს იქნება ერთგვარი საპილოტე პროგრამა, რომელიც წელს ამოქმედდება, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, კურსდამთავრებულთა სტაჟირების პროგრამასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა,  მთავარი მიზანი არის ის, რომ კურსდამთავრებულებს ჰქონდეთ მაქსიმალურად კარგი შესაძლებლობა, თავიდანვე, დაბრკოლების გარეშე ჩაერთონ პროფესიულ ცხოვრებაში.

„ეს იქნება ერთგვარი საპილოტე პროგრამა, რომელიც წელს ამოქმედდება. შეიძლება იყოს გარკვეული პრობლემები, რაც გამოვლინდება პროგრამის ამოქმედებისას, თუმცა ჩვენ გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ მომავალ წლამდე კიდევ უფრო მეტად დავხვეწოთ ეს პროგრამა და მივცეთ საბოლოო ჯამში ისეთი სახე, როგორიც მას უნდა ჰქონდეს. მთავარი მიზანი არის ის, რომ კურსდამთავრებულებს ჰქონდეთ მაქსიმალურად კარგი შესაძლებლობა, თავიდანვე დაბრკოლების გარეშე ჩაერთონ პროფესიულ ცხოვრებაში. არის სხვადასხვა ტიპის პრობლემები, მათ შორის ერთ-ერთი, რაზეც გვესაუბრებიან ხოლმე ახალგაზრდები არის ის, რომ ჯერ ახალი დამთავრებული გაქვს უნივერსიტეტი, არ გაქვს გახსნილი CV, ასე ვთქვათ, ჯერ არ გაქვს სამუშაო სტაჟი და ამ დროს მიდიხარ სახელმწიფო უწყებებში, სადაც როდესაც გამოცხადებულია კონკურსი თავიდანვე ითხოვენ სამუშაო სტაჟს. ერთ-ერთი მთავარი, რასაც მოგვცემს ეს სამუშაო პროგრამა არის ის, რომ თავიდანვე შეიძენთ სტაჟს და გარდა ამისა, მიიღებთ რა თქმა უნდა, უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც შემდეგ მოგცემთ თქვენი პროფესიული კარიერის კიდევ უფრო მეტად განვითარების შესაძლებლობას. ამ ყველაფერზე დღეს გვინდა ვისაუბროთ თქვენთან ერთად, თქვენთან ერთად დავხვეწოთ ეს პროგრამა,“- აღნიშნა პრემიერმა.

Continue Reading

Previous: ახალგაზრდულ პოლიტიკას განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ – პრემიერი
Next: ანტისამთავრობო სექტორად ჩამოყალიბებულ მეხუთე კოლონას მოუწევს სათავისოდ კომფორტული, მაგრამ ქვეყნისთვის დესტრუქციული და ძირგამომთხრელი ზონიდან გამოსვლასთან გარდაუვალი შეგუება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025