Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • უკატეგორიო

სანამ ესენი არ დასრულდებიან, მერწმუნეთ ამ ქვეყანას მომავალი არ იქნება -ვიქტორ ჯაფარიძე ნაც. მოძრაობაზე

მარშალ პრესი 23/03/2024
viqtor japaridze

“ჩვენ, პარტია „ხალხის ძალა“ და ხელისუფლება ფხიზლად უნდა ვიყოთ და დამაჯერებლად მოვიგოთ არჩევნები,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ რეგიონულმა მდივანმა ვიქტორ ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, „უსამშობლო ადამიანებს მათი ადგილი უნდა ვაჩვენოთ“ და „ზოგზოგიერთები ახლავე შეეგუონ“ “ხალხის ძალის“ მომავალ პარლამენტში წარმომადგენლობით შესვლას.

„პარტია „ხალხის ძალა“ ემზადება არჩევნებისთვის. გადავლახავთ თუ არა ბარიერს ამაზე, არც კი ვსაუბრობთ. დარწმუნებულები ვართ, რომ „ხალხის ძალა“ ერთ-ერთი წარმომადგენლობითი პარტია იქნება მომავალ პარლამენტში. მინდა, რომ ამას ზოგზოგიერთები ახლავე შეეგუონ.
რასაკვირველია პარტია გააფართოებს რეგიონულ სტრუქტურებს, შევხვდებით მოსახლეობას და მოვისმენთ მათ საჭიროებებს. საქმე ძალიან ბევრია. საუბარი იმაზე, რომ ხელისუფლებას პრობლემა არ აქვს მცდარი აზრია. რომელ ქვეყანაში და რომელ ხელისუფლებას არ აქვს პრობლემები?
პრობლემები საქართველოში სხვადასხვაგვარია. საბედნიეროდ ისეთი პრობლემები, რაც იმ ავადსახსენებელ პერიოდში [ნაცმოძრაობის მმართველობის პერიოდში] ჰქონდა საზოგადოებას, ახლა არ აქვს.

ჩვენ – პარტია „ხალხის ძალა“ და ხელისუფლება ფხიზლად უნდა ვიყოთ და დამაჯერებლად მოვიგოთ არჩევნები და ვაჩვენოთ ამ უსამშობლო ადამიანებს მათი ადგილი.

სანამ ესენი არ დასრულდებიან, მერწმუნეთ ამ ქვეყანას მომავალი არ იქნება.“ – განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

Post navigation

Previous: ეკონომიკური საბჭო მუშაობას განახლებული ფორმატით განაგრძობს
Next: შუშის თვალებით გიყურებენ და ტყუილში რომ ამხელ, გპასუხობენ, დავალება გვაქვს ასეთი და ერთი კვირა ამას ვიძახებთო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.