Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეკონომიკური საბჭო მუშაობას განახლებული ფორმატით განაგრძობს

მარშალ პრესი 23/03/2024
irakli kobakhidze3

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი ეკონომიკური საბჭო მუშაობას განახლებული ფორმატით განაგრძობს.

საბჭოს შემადგენლობა გაფართოვდა და მის მუშაობაში მთავრობის წევრებთან ერთად მონაწილეობენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ბიზნესომბუდსმენი.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საბჭოს შემადგენლობის გაფართოება გააუმჯობესებს კოორდინაციას და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაში ყველა აუცილებელი მხარის მონაწილეობას შეუწყობს ხელს.

საბჭომ, რომელიც განახლებული ფორმატით პირველად შეიკრიბა, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით მიმდინარე წელს არსებული პროგრესი და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების პროცესი განიხილა. საბჭოს წევრებმა სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებსა და საინვესტიციო ინიციატივებზეც იმსჯელეს.

ეკონომიკური საბჭოს ფორმატში ასევე შეთანხმდა გარკვეული სტრუქტურული რეფორმები, რომლებიც შემდგომში საკანონმდებლო ინიციატივებში აისახება.

Continue Reading

Previous: საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს
Next: სანამ ესენი არ დასრულდებიან, მერწმუნეთ ამ ქვეყანას მომავალი არ იქნება -ვიქტორ ჯაფარიძე ნაც. მოძრაობაზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025