Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გილოცავთ ნოვრუზ ბაირამს, გაზაფხულის, სიცოცხლის, განახლების დღესასწაულს – პრემიერი მარნეულში იმყოფებოდა

მარშალ პრესი 21/03/2024
irakli kobakhidze
ძმებო და დებო გილოცავთ ნოვრუზ ბაირამს, გაზაფხულის, სიცოცხლის, განახლების დღესასწაულს. თქვენთან ერთად ვულოცავ საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მარნეულში,  ნოვრუზ ბაირამისადმი მიძღვნის საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ქართველებსა და  აზერბაიჯანელებს ერთმანეთთან   განსაკუთრებული სითბო და სიყვარული აკავშირებს.
„მიხარია, რომ თქვენთან ერთად მაქვს ამ სიხარულის გაზიარების შესაძლებლობა. ჩვენ გვაკავშირებს განსაკუთრებული სითბო და სიყვარული ერთმანეთთან, ქართველებს, აზერბაიჯანელებს. ჩვენ და საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები ერთად ვქმნიდით ჩვენი ქვეყნის ისტორიას, ვქმნით ჩვენს დღევანდელ წარმატებას და შევქმნით ჩვენს ბედნიერ მომავალს. ძალიან დიდი ბედნიერებაა, რომ ჩვენ გვაკავშირებს ასეთი სიყვარული ერთმანეთის მიმართ. მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ნოვრუზ ბაირამი და გისურვოთ ყველაფერი საუკეთესო, ბედნიერება, სიკეთე თქვენ და თითოეული თქვენგანის ოჯახებს. დიდი მადლობა. გილოცავთ კიდევ ერთხელ“, –  განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: კიდევ ერთხელ დაადასტურეს მათ, რომ სინამდვილეში ლობირებენ, სწორედ, ჩვენი ევროპული ინტეგრაციის წინააღმდეგ – ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე
Next: ილია თოფურია იმსახურებს ღირსების ორდენს, თუ ვინმე იმსახურებს ამ გამორჩეულ ჯილდოს, არის სწორედ ილია თოფურია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.