Skip to content
20/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კიდევ ერთხელ დაადასტურეს მათ, რომ სინამდვილეში ლობირებენ, სწორედ, ჩვენი ევროპული ინტეგრაციის წინააღმდეგ – ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

მარშალ პრესი 21/03/2024
irakli kobakhidze3

კიდევ ერთხელ დაადასტურეს მათ, რომ სინამდვილეში ლობირებენ, სწორედ, ჩვენი ევროპული ინტეგრაციის წინააღმდეგ. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მარნეულში, ჟურნალისტის მიერ „ევრონესტთან“ დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აქ საქმე ეხებოდა საქართველოს მხარდაჭერას, მისი ევროპული კურსის მხარდაჭერას.

„რეალურად გასაგებია აქ რაშიც არის საქმე. აქ საქმე ეხებოდა საქართველოს მხარდაჭერას, მისი ევროპული კურსის მხარდაჭერას. ამაზე იყო საუბარი შესაბამის დოკუმენტში და როცა ასეთ დოკუმენტს არ უჭერს მხარს ოპოზიცია, გასაგებია, რა არის მათი დამოკიდებულება. კიდევ ერთხელ დაადასტურეს მათ, რომ ისინი სინამდვილეში ლობირებენ, სწორედ, ჩვენი ევროპული ინტეგრაციის წინააღმდეგ. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა,“- განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ჩვენი სურვილია, რომ პარტნიორობას ჰქონდეს კონკრეტული ხელშესახები შედეგები – პრემიერი ამერიკასთან ურთიერთობაზე
Next: გილოცავთ ნოვრუზ ბაირამს, გაზაფხულის, სიცოცხლის, განახლების დღესასწაულს – პრემიერი მარნეულში იმყოფებოდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.