Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გაუმჭვირვალე სფერო არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაა – ხალხმა უნდა იცოდეს, რაში იხარჯება ქვეყანაში შემოსული თანხა

მარშალ პრესი 20/03/2024
sozar subari1

ერთ-ერთი ყველაზე გაუმჭვირვალე სფერო საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაა. ძალიან ხშირ შემთხვევაში ეს არის არხები, რომლებიც ქვეყნისთვის საზიანო საქმეებს ხმარდება, როცა მაგალითად ტარდება ტრენინგები – როგორ მოახდინონ რევოლუცია, სახელმწიფო გადატრიალება – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა განუცხადა.

მისი თქმით, ხშირად დაფინანსებები არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით მოდის, მაგრამ პოლიტიკურ საქმიანობას ხმარდება, პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

„ხშირად არის დაფინანსებები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით მოდის, მაგრამ ამ დროს პოლიტიკურ საქმიანობას ხმარდება. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

ამიტომ არის, რომ ამერიკაში ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან მოქმედებს „ფარა“ – ე.წ. უცხოური აგენტების დაფინანსების გამჭვირვალობის კანონი. სწორედ ამ კანონით გავიგეთ, რამდენი ფული იხარჯება მაგალითად სააკაშვილის ოჯახის მხრიდან საქართველოს საწინააღმდეგო და მადისკრედიტირებელი სტატიების დაფინანსებაზე მთელ მსოფლიოში. ხალხმა უნდა იცოდეს, რაში იხარჯება ქვეყანაში შემოსული დაფინანსება“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

Continue Reading

Previous: აჭარის მთავრობა ხანძრის და სტიიქის შედეგად დაზარალებულ 197 ოჯახს დაეხმარება
Next: გაუგებრობას იწვევს მხოლოდ ქართველი ლგბტ პროპაგანდისტი-პოლიტიკოსების ყოყმანი, საკუთარი თავის იმ თემის აქტიურ თუ პასიურ მიკუთვნილებისადმი აღიარების კუთხით, რომლის დაცვისთვის უხვად ფინანსდებიან

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025