Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

აჭარის მთავრობა ხანძრის და სტიიქის შედეგად დაზარალებულ 197 ოჯახს დაეხმარება

მარშალ პრესი 20/03/2024
432609224_793862392796348_6119356501577553422_n

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე, კომისიის წევრებმა სტიქიის და ხანძრის შედეგად დაზარალებული 197 ოჯახის დახმარების საკითხი განიხილეს. აქედან 38 ოჯახი ხანძრის, ხოლო 159 ოჯახი სტიქიის შედეგად დაზარალდა.

სხდომას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე ხელმძღვანელობდა, კომისიის რეკომენდაციით დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართების აღდგენა-გამაგრების და ადგილმონაცვლეობისთვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან, ჯამში 1 591 371 ლარი გამოეყოფათ, სხდომას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე ესწრებოდა.

შერეული სამთავრობო კომისიის მორიგ სხდომაზე წარმოდგენილი იყო რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან, ხანძრის და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ფინანსური დახმარების საკითხი. კომისიის წევრებმა 197-ვე საკითხზე დადებითი რეკომენდაცია გასცეს, დახმარებას მიიღებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 32 ოჯახი, საერთო თანხა 470 597 ლარს შეადგენს.

Continue Reading

Previous: ვიცით, რომ ქართული ოპოზიცია რუსეთის, ან ხშირად ორმაგი აგენტურაა, მაგრამ უკრაინაც რუსეთზე მუშაობს უკვე?
Next: საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გაუმჭვირვალე სფერო არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაა – ხალხმა უნდა იცოდეს, რაში იხარჯება ქვეყანაში შემოსული თანხა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025