Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

იცნობდეთ ქვეყნის ევროინტეგრაციის და ტერიტორიული მთლიანობის მოწინააღმდეგეებს – ნინო ფოჩხუა

მარშალ პრესი 20/03/2024
nino pochkhua

იცნობდეთ ქვეყნის ევროინტეგრაციის და ტერიტორიული მთლიანობის მოწინააღმდეგეებს!!! ესენი არიან აგენტურული ქსელის წარმომადგენლები, რომლებსაც დავალება აქვთ მიღებული იმუშაონ ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ, – ასე ეხმიანება  ნინო ფოჩხუა, გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ვაშაძემ, წითლიძემ, კორძაიამ და ბოტკოველმა მხარი არ დაუჭირეს ევრონესტში “ქართული ოცნების” რეზოლუციის ინიციირებას, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ეხებოდა.

ფოჩხუას თქმით, ოპოზიციის სიტყვები თუ როგორი მედასავლეთეები არიან, ფუჭია და საქმით სულ სხვაგვარად მოქმედებენ.

„იცნობდეთ ქვეყნის ევროინტეგრაციის და ტერიტორიული მთლიანობის მოწინააღმდეგეებს!!! ესენი არიან აგენტურული ქსელის წარმომადგენლები, რომლებსაც დავალება აქვთ მიღებული იმუშაონ ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ. სიტყვების ბრახა-ბრუხი თუ როგორი მედასავლეთეები არიან, ფუჭია, საქმით სულ სხვაგვარად მოქმედებენ. არავის ეგონოს, რომ მხოლოდ ესენი არიან მარტო, ყველა, სალომე ზურაბიშვილის ჩათვლით, ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებს. უკვე ყველაფერი ხელის გულზე დევს, ქართველმა ხალხმა ამ ნაძირალებს უნდა გასცეს საკადრისი პასუხი“, – წერს ფოჩხუა Facebook-ზე.

Post navigation

Previous: აი, რატომ უნდა გაიწმინდოს ქართული პოლიტიკა ამ პარაზიტებისგან – ზურაბ ქადაგიძე
Next: პარტნიორი ქვეყნებიდან ჩამოყვანილი კვალიფიციური ექსპერტები ამბობენ, რომ რაც თქვა მთივლიშვილმა თავის ტყუილ ფილმში, აბსოლუტური სიცრუეა, სამწუხაროდ ეს ტყუილი დაფინანსდა და დაჯილდოვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.