Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

აი, რატომ უნდა გაიწმინდოს ქართული პოლიტიკა ამ პარაზიტებისგან – ზურაბ ქადაგიძე

მარშალ პრესი 20/03/2024
zurab kadagidze

„ახლა რაღას იტყვიან, საქართველოს დეოკუპაციისადმი მიძღვნილი და უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციაც, ქვეყნის შიდა პოლიტიკის ან ხელისუფლების მხარდამჭერი აქტი ხომ არ იყო?!“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

იგი ეხმიანება ევრონესტზე ოპოზიციის მიერ „ქართული ოცნების“ ინიციირებული რეზოლუციის ბოიკოტირებას და აცხადებს, რომ ქართული რადიკალური ოპოზიცია პოლიტიკური სივრციდან სასწრაფოდ მოსაშორებელია.

„აი, რატომ უნდა გაიწმინდოს ქართული პოლიტიკა ამ პარაზიტებისგან. სახელმწიფოს დეკლარირებული მტრები არიან! ახლა რაღას იტყვიან, საქართველოს დეოკუპაციისადმი მიძღვნილი და უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციაც, ქვეყნის შიდა პოლიტიკის ან ხელისუფლების მხარდამჭერი აქტი ხომ არ იყო?! ამიტომაც უნდა დასრულდეს საპარლამენტო არჩევნებზე ამ პარაზიტების პოლიტიკაში მოღვაწეობა და კოლექტიური ნაც-მოძრაობის სრული დემონტაჟი მოხდეს! ობიექტურად ძალიან კარგი რამ მოხდა – კიდევ ერთხელ, თვალსაჩინოდ მოახდინეს პოლიტიკური ლუსტრაცია. ასე გააგრძელეთ ბატონებო, ქართულ საზოგადოებას არჩევნებზე ძალიან გაუმარტივდება გადაწყვეტილების მიღება!“ – წერს ქადაგიძე.

Post navigation

Previous: დღეიდან ამ მოღალატეების მიერ ქვეყნის ევროპულ მომავალზე, ევროპაში ინტეგრაციაზე საუბარი მხოლოდ ლიტონი სიტყვებია და საარჩევნოდ ამომრჩეველთა სატყუარაა
Next: იცნობდეთ ქვეყნის ევროინტეგრაციის და ტერიტორიული მთლიანობის მოწინააღმდეგეებს – ნინო ფოჩხუა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.