Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დაიხურა საბოლოოდ ე.წ. “ვეტინგის” თემა, რომელმაც ერთი კარგი საქმე ის გააკეთა, რომ სასამართლოში მოკალათებული “ცალ ფეხზე მდგომთა” კლანი გამოაჭენა

მარშალ პრესი 19/03/2024
zaal anjaparidze

დაიხურა საბოლოოდ ე.წ. “ვეტინგის” თემა, რომელმაც ერთი კარგი საქმე ის გააკეთა, რომ სასამართლოში მოკალათებული “ცალ ფეხზე მდგომთა” კლანი გამოაჭენა, უფრო სწორად თავად გამოიჭენეს თავი, რადგანაც ასეთი ინსტრუქცია მიიღეს, – ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ “ვეტინგის თემა დახურულია ჩვენთვის, ეს არის შეუსაბამო არა მარტო საქართველოს კონსტიტუციასთან, არამედ ზოგადად, კონსტიტუციურ, სამართლებრივ პრინციპებთან”.

ანჯაფარიძის განცხადებით, აღნიშნული მოსამართლეების სინქრონული და ხმაშეწყობილი გამოხდომა ქვეყნის კონსტიტუციისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ იყო მიმართული. მისივე თქმით, დაიძლევა პრეზიდენტის ვეტოც, რაც ცესკოს მისცემს შესაძლებლობას, ნორმალურ რეჟიმში განაგრძოს მუშაობა.

“დაიხურა საბოლოოდ ე.წ. “ვეტინგის” თემა, რომელმაც ერთი კარგი საქმე ის გააკეთა, რომ სასამართლოში მოკალათებული “ცალ ფეხზე მდგომთა” კლანი გამოაჭენა, უფრო სწორად თავად გამოიჭენეს თავი, რადგანაც ასეთი ინსტრუქცია მიიღეს. სხვას რას უნდა მივაწეროთ ამ “ათეულის” ასეთი სინქრონული და ხმაშეწყობილი გამოხდომა, თან ქვეყნის კონსტიტუციის და სუვერენიტეტის წინააღმდეგ. მე მგონი ამის მერე მათ ტანზე მოსამართლის მანტია უნდა იწვოდეს და საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ამაზე რეაგირება. დაიძლევა ლეგიტიმაცია დაკარგული “პრეზიდენტის” ვეტო და დასრულდება თავსმოხვეული და ევროპაში ანალოგის არმქონე პრაქტიკა ცესკოში, რომელსაც ბოლოსდაბოლოს შეეძლება ნორმალურ რეჟიმში გააგრძელოს მუშაობა” – წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: ამერიკული დაფინანსება ჩვენთან დემოკრატიის განვითარებას კი არ ხმარდება, არამედ მის რყევას და საკუთარი ინტერესების გატარებას. თუ ეს ასე არ არის, გაასაჯაროოს საელჩომ ვის და რა მიზნით აფინანსებენ
Next: “ხალხის ძალა” წელიწადნახევრის წინ გამოეხმაურა აშშ-ის წარმომადგენლების მიერ საქართველოსთვის გადაცემული 6 მილიარდი დოლარის თემას – დასახელებულ და რეალურად მიღებულ თანხებს შორის დავინახეთ მილიარდნახევრიანი დასაბუთებული სხვაობა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.