Skip to content
08/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ამერიკული დაფინანსება ჩვენთან დემოკრატიის განვითარებას კი არ ხმარდება, არამედ მის რყევას და საკუთარი ინტერესების გატარებას. თუ ეს ასე არ არის, გაასაჯაროოს საელჩომ ვის და რა მიზნით აფინანსებენ

მარშალ პრესი 19/03/2024
nino pochkhua

ამერიკული დაფინანსება ჩვენთან დემოკრატიის განვითარებას კი არ ხმარდება, არამედ მის რყევას და საკუთარი ინტერესების გატარებას. თუ ეს ასე არ არის, გაასაჯაროოს საელჩომ ვის და რა მიზნით აფინანსებენ, გახადონ გამჭვირვალე ყველა ფინანსური ტრანში, რათა ქართველმა ხალხმა დაინახოს სტრატეგიული პარტნიორის მიზნები საქართველოში, მაგრამ ეს არ მოხდება, აშშ საელჩო ამას არ იზამს, ეს კი გაამყარებს იმ ეჭვს, რაც სიმართლეს შეესაბამება, – წერს  ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

ფოჩხუას თქმით, ამერიკისთვის საქართველოს ფუნქცია რუსეთის შეკავებაა, ისევე როგორც უკრაინის, რომელმაც სამწუხაროდ მოაწერა ხელი იმ უბედურებას, რაც დღეს უკრაინაში ხდება, საქართველომ კი არა, ამიტომაც არის, რომ გარეშე მტრები შიდა აგენტურის დახმარებით ცდილობენ არიონ ქვეყანა, მღვრიე წყალში ხომ თევზს უკეთ დაიჭერენ.

„უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშიაო, ნათქვამია. აშშ-ის საელჩო ხშირად გვახსენებს იმ 6-მილიარდიან (არა და 4,5-მილიარდია) დახმარებას, რაც საქართველომ მიიღო 30 წლის განმავლობაში, მაგრამ არ აკონკრეტებს რას მოხმარდა ეს დაფინანსება.

დღეს რატომ გახდა აქტუალური ამ “საჩუქრის” გახსენება, რუსეთთან ომში ჩართვის საპირწონედ ხომ არა? ნუთუ ვერ ხვდებიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, რომ დღევანდელი ხელისუფლება არ წავა ამაზე 500-მილიარდის საფასურადაც კი. ამერიკისთვის ჩვენი ფუნქცია რუსეთის შეკავებაა, ისევე როგორც უკრაინის, რომელმაც სამწუხაროდ მოაწერა ხელი იმ უბედურებას, რაც დღეს უკრაინაში ხდება, საქართველომ არა, ამიტომაც არის რომ გარეშე მტრები შიდა აგენტურის დახმარებით ცდილობენ არიონ ქვეყანა, მღვრიე წყალში ხომ თევზს უკეთ დაიჭერენ. აბა რას უნდა მივაწეროთ გაშმაგებული ბრძოლა საქართველოს სახელმწიფოსა და ეკლესიაზე, აგენტურული ენჯეოების დაფინანსება და ა.შ. ამერიკული დაფინანსება ჩვენთან დემოკრატიის განვითარებას კი არ ხმარდება, არამედ მის რყევას და საკუთარი ინტერესების გატარებას თუ ეს ასე არ არის, გაასაჯაროოს საელჩომ ვის, რა და რა მიზნით აფინანსებენ, გახადონ გამჭვირვალე ყველა ფინანსური ტრანში, რათა ქართველმა ხალხმა დაინახოს სტრატეგიული პარტნიორის მიზნები საქართველოში, მაგრამ ეს არ მოხდება, აშშ საელჩო ამას არ იზამს, ეს კი გაამყარებს იმ ეჭვს, რაც სიმართლეს შეესაბამება“, – წერს ფოჩხუა Facebook-ზე.

Post navigation

Previous: ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოები ივნისში დაიწყება
Next: დაიხურა საბოლოოდ ე.წ. “ვეტინგის” თემა, რომელმაც ერთი კარგი საქმე ის გააკეთა, რომ სასამართლოში მოკალათებული “ცალ ფეხზე მდგომთა” კლანი გამოაჭენა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.