Skip to content
08/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის ორი პროექტი დასრულდა

მარშალ პრესი 19/03/2024
0645

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში წყალმომარაგება-წყალარინების პროექტირება-მშენებლობა და სოფელ ზემო ნატანების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაასრულა.

დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და საკრებულოს წევრები გაეცნენ. პროექტების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, რის შედეგადაც 3400 ბენეფიციარი ახალი ინფრასტრუქტურითა და სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით სარგებლობს.

Post navigation

Previous: ჩვენ მოვდივართ ეროვნული ღირსებით – თამთა მეგრელიშვილი
Next: ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოები ივნისში დაიწყება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.