Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენ მოვდივართ ეროვნული ღირსებით – თამთა მეგრელიშვილი

მარშალ პრესი 19/03/2024
tamta megrelishvili

„ხალხის ძალა“ პოლიტიკაში ეროვნული იდეითა და საბრძოლო შემართებით დღეს სამართლებრივად დამკვიდრდა“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი წერს.

თამთა მეგრელიშვილი მოძრაობის პოლიტიკურ პარტიად დარეგისტრირებას ეხმიანება.

„ჩვენ ვიწყებთ, მაგრამ ვიწყებთ არა ახლიდან, არამედ აქამდე საზოგადოებისაგან უკვე მიღებული დაკვეთით – საქვეყნო საქმე ვაკეთოთ ქართულად!

ჩვენ ვუერთდებით „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ სვლას ევროპისაკენ მიმავალ გზაზე და აქაც, ამ გზაზეც, ვიბრძოლებთ ღირსებით თავაწეულნი, ქართულად!

ჩვენ არცერთ ეტაპზე არ დავკარგავთ ჩვენს პოლიტიკურ ხელწერას, ვიყოთ ხალხთან ახლოს, გავხდეთ მათი ინტერესების გამტარნი და ჩვენს საქმეში ავსახოთ, მათ საჭიროებებთან ერთად, ყველა მათი გონივრული დაკვეთა.

„ხალხის ძალის“ მიერ გამოქვეყნებული ყველა საჯარო წერილი საზოგადოების წევრების ინფორმირების გარდა, მიზნად ისახავდა ეროვნულ მისიას, ეროვნული ღირსების აღდგენას და ჩვენ ეს მოვახერხეთ!

ფაქტია, ჩვენ მიერ დესტრუქციულად მოქმედი ყოველი ძალის დაუფარავი მხილება და აქამდე გაჟღერებული სარისკო პოლიტიკური გზავნილები „ხალხის ძალის” ძალით პოლიტიკის ახალ სტანდარტად იქცა.

ჩვენ მიერ საუბარი ქართულ ინტერესებზე, როგორც პირველადზე და ჩვენი გუნდის პოლიტიკური თავდადება პოლიტიკურ პლატფორმაზე, დიდი ხანია საიმიჯო გზავნილად იქცა.

„ხალხის ძალა” დღემდე მოიყვანა და დღეს პოლიტიკური ფორმით შექმნა ხალხმა!

და დღეიდან ჩვენ მიმართ საზოგადოების ინტერესი და ნდობა არის გამოხატულად ის მთავარი საზომი, რითაც გაიზომება ჩვენი პოლიტიკური არსის სისწორე და ჩვენი გუნდის წარმატება თუ – წარუმატებლობა.

ჩვენ მოვდივართ ეროვნული ღირსებით!
ჩვენ მოვდივართ ეროვნული ენერგიით!
თქვენდამი დიდი ნდობით,
ჩვენ თქვენ გვერდით ვართ!“, – წერს თამთა მეგრელიშვილი.

Post navigation

Previous: ოპოზიცია დღეს დიდი თავსატეხის წინაშე დგას, როგორ დაუპირისპირდნენ ქართველი ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობას და “ლგბტ” პროპაგანდის წინააღმდეგ ასამუშავებელ კანონს რა დაუპირისპირონ
Next: ოზურგეთის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის ორი პროექტი დასრულდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.