Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ქრისტეს კი აღარ ეძებენ, ქრისტეს მტრებს ეძებენ. თუ მთელი ცხოვრება ქრისტეს მტერს ეძებ, ბოლოს იპოვი, ვინც რასაც ეძებს, იმას პოულობს

მარშალ პრესი 18/03/2024
david maghradze22

დენორმალიზაციას დიდი გასავალი აქვს დღეს სამყაროში, მით უმეტეს, პროექტის მოქალაქეებისთვის რელიგიაა დენორმალიზაცია. როგორ შეიძლება გამოიხატოს ეს გენდერული მორალური ქაოსი? – ადამიანმა არ უნდა იცოდეს ქალია თუ კაცი, მოხუცია თუ ბავშვი, ცოცხალია თუ მკვდარი – ამბობს“კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში პოეტი დავით მაღრაძე.

მისი თქმით, ეს ყველაფერი თუ არ იცი, სუპერევროპელი ხარ, ოღონდ ეგ სუპერევროპელი ქართველები მეორე უკიდურესობას იწვევენ, ქრისტიანობის რადიკალიზაციას, პერანგზე ფლომასტერით ჩოხის ქილებს რომ მიიხატავენ და სუპერქართველები ხდებიან –

„იცით, ნიშანდობლივი რა არის? – ქრისტეს კი აღარ ეძებენ, ქრისტეს მტრებს ეძებენ. თუ მთელი ცხოვრება ქრისტეს მტერს ეძებ, ბოლოს იპოვი, ვინც რასაც ეძებს, იმას პოულობს. ამ (პირობითად ვამბობ, რა თქმა უნდა) სუპერევროპელებსა და სუპერქართველებს შორის არსებობს კიდევ ქართველი საზოგადოება, რომელიც არც რელიგიური რადიკალიზმის მიმდევარია და არც დენორმალიზაციის, იმიტომ, რომ ისიც დენორმალიზაციის ნაყოფია, როდესაც ქრისტეს სახელით მთელი ცხოვრება ქრისტეს მტერს ეძებ. არ მინდა ცუდი ასოციაციების შექმნით დავიწყო, მაგრამ ინკვიზიციის დროს ხომ გახსოვთ, ქრისტეს სახელით ეძებდნენ ქრისტეს მტერს ხან სხვენში, ხან სარდაფში, ხან იქ, სადაც ის არ იყო… ორივე სახიფათო, საგანგაშო მიმართულებაა და ამიტომ დავარქვი დენორმალიზაცია. არსებობს საქართველოს მოსახლეობა, რომლისთვისაც ძვირფასია ზომიერება და კულტურა. უკულტურობას სიახლე არ ჰქვია. სიახლე ისეთი მნიშვნელოვანი რამაა, მის გარეშე სიცოცხლე აზრს კარგავს. სიახლის ძიების წყურვილი თუ ქრება, იქაურობა ჭაობდება.

სიახლე ჟანგბადია, ოღონდ სიახლე არანორმალურობას არ ჰქვია. ეს არ ნიშნავს წარსულის ნგრევას. ლეონარდო და ვინჩის შედევრში, “მოგვთა თაყვანისცემაში”, ვხედავთ ღვთისმშობელს, მოგვებს, კიდევ სხვა ბევრ ფიგურასაც, ზემოთ კი, ნახატის კიდეში, ტაძრის დასრულება ხდება – ანუ ეს არის ნიშანი იმისა, რომ მესია მოვიდა არა წარსულის დასანგრევად, არამედ აწმყოს სრულყოფისათვის. ეს არის უმნიშვნელოვანესი რამ, რომელსაც გააზრება სჭირდება.

გენიალურად თქვა გუსტავ მალერმა, რომ ტრადიცია ეს არის ცეცხლის გადაცემა და არა ფერფლის თაყვანისცემა. სიახლე ის იყო, როდესაც ფოტოგრაფიის გაჩენას საფრანგეთში მხატვრებმა იმპრესიონიზმით უპასუხეს…

კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან – როდესაც ედუარდ მანემ ერთ-ერთ გამოფენაზე თავისი უმნიშვნელოვანესი ტილო, “ოლიმპია” გამოფინა, რომელსაც თითქმის ყველა იცნობდა, იმიტომ, რომ მაშინ ბორდელს ბევრი სტუმრობდა იქ დამსწრე დამთვალიერებლიდან, ოლიმპიას სახით ყველამ იცნო მეძავთა სახლის ერთ-ერთი თანამშრომელი და ამას სკანდალი მოჰყვა. მაშინ დეგამ ამ ტილოს გამოფენის სიმამაცის გამო მანე ჯუზეპე გარიბალდის შეადარა. ეს მართლა ასეთი სიმამაცის ტოლი იყო. მანეს კრიტიკის ღვარცოფი დაატეხეს თავზე, მაგრამ ის იყო სიახლე და იყო შედევრი, ის იყო მართლაც ხელოვანის სიმამაცე!“ – ამბობს დავით მაღრაძე.

Continue Reading

Previous: გმირთა მოედანზე მიწისქვეშა გადასასვლელში ხორციელდება სამღებრო სამუშაოები, მონტაჟდება სანათები და კამერები
Next: ნანა კაკაბაძე რუსეთ-უკრაინის ომზე: ჩვენი „პატრიოტები“ დღესაც ქვეყნის მოღალატეებად აცხადებენ ყველას, ვინც ობიექტურად აფასებს ფრონტზე არსებულ რეალურ ვითარებას

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025