Skip to content
16/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გმირთა მოედანზე მიწისქვეშა გადასასვლელში ხორციელდება სამღებრო სამუშაოები, მონტაჟდება სანათები და კამერები

მარშალ პრესი 18/03/2024
gmirta-moedani-768x488

გმირთა მოედანზე არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელში სარემონტო სამუშაოები გრძელდება. გარკვეულ მონაკვეთზე პროცესი დასრულებულია, ხოლო სრულად
აპრილის ბოლოს დასრულდება.

ყველა გვირაბში ხორციელდება სამღებრო სამუშაოები, მონტაჟდება სანათები, მოეწყო ახალი ცხაურები, მოაჯირები, იცვლება კიბის დაზიანებული საფეხურები და
პარაპეტის ფილები. მიწისქვეშა გადასასვლელის საერთო სიგრძე 610 მეტრია, ფართობი კი – 3 030 კვ.მ.

უსაფრთხოებისა და ვანდალიზმის ფაქტების პრევენციის მიზნით, მიწისქვეშა გადასასვლელის ყველა გვირაბში დამონტაჟებულია ვიდეოკამერები და 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს მონიტორინგი.

 

Post navigation

Previous: საქართველო “რაგბი ევროპის” გამარჯვებულია
Next: ქრისტეს კი აღარ ეძებენ, ქრისტეს მტრებს ეძებენ. თუ მთელი ცხოვრება ქრისტეს მტერს ეძებ, ბოლოს იპოვი, ვინც რასაც ეძებს, იმას პოულობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.