Skip to content
11/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გვარამიამ, მელიამ და მათთან გაერთიანებულმა „ნაცმოძრაობის“ იდეოლოგიის ადამიანებმა გამოაცხადეს ნადირობის ახალი სეზონი

მარშალ პრესი 18/03/2024
shalva papuashvili

შალვა პაპუაშვილმა „იმედის კვირაში“ ნიკა გვარამიას და ნიკა მელიას პარტიაზე ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი მცდელობაა ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხმები მოიპოვოს.

„ჩვენ ყოველთვის ვხედავთ, რომ ერთი და იგივე „კეთილი დასასრულით“ სრულდება ეს ისტორია – იმით, რომ კვლავ ერთმანეთს მოძებნიან ხოლმე ეს გამიჯნული „ნაციონალური მოძრაობა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ბირთვი, როგორც ეს იყო გიორგი ვაშაძის, გიგი უგულავას შემთხვევაში. გვახსოვს ყველა სხვა ეს პოლიტიკოსი როგორ ილაშქრებდა თითქოს და ემიჯნებოდა „ნაციონალურ მოძრაობას“. მერე ყველამ დაინახა, რომ ეს იყო ტაქტიკა იმისთვის, რომ დაებნიათ ის ამომრჩეველი, რომელიც თავს იკავებს პირდაპირ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ხმის მიცემისგან, შეიძლება ზოგადად ფიქრობს, ვის მისცეს ხმა.

გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე მიდის ნადირობა. ასე ხდება ახლაც. ნიკა გვარამიამ, ნიკა მელიამ და მათთან გაერთიანებულმა „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიის მატარებელმა ადამიანებმა გამოაცხადეს ნადირობის ახალი სეზონი გადაუწყვეტელ ამომრჩევლებზე. მაგრამ, როგორც ყოველთვის, ამ სეზონშიც ხელცარიელები დარჩებიან“, – ამბობს პაპუაშვილი.

Post navigation

Previous: გარკვეული ნიშნები გამოჩნდა იმისა, რომ უცხოელი პატრონები აპირებენ სალომე ზურაბიშვილის ხელით შეიწყალონ მიხეილ სააკაშვილი
Next: ნიკა გვარამია არის სააკაშვილის შვილი და ნიკა მელია – ადეიშვილის შვილი. ოთხივეს რაც აერთიანებს, არის ბოროტება. ამ ბოროტებაში ისინი ერთად იყვნენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.