Skip to content
11/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გარკვეული ნიშნები გამოჩნდა იმისა, რომ უცხოელი პატრონები აპირებენ სალომე ზურაბიშვილის ხელით შეიწყალონ მიხეილ სააკაშვილი

მარშალ პრესი 17/03/2024
eka sepashvili

გარკვეული ნიშნები გამოჩნდა იმისა, რომ უცხოელი პატრონები აპირებენ სალომე ზურაბიშვილის ხელით შეიწყალონ მიხეილ სააკაშვილი, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა „იმედის კვირაში“ განაცხადა.

სეფაშვილმა აგვისტოს ომის გამოძიების საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საკითხის დაყენებას „ხალხის ძალა“ არჩევნების შემდეგ აპირებდა.

„ამ მოთხოვნის დაყენებას ჩვენ არჩევნების შემდეგ ვაპირებდით, მაგრამ გარკვეული ნიშნები გამოჩნდა იმისა, რომ უცხოელი პატრონები აპირებენ სალომე ზურაბიშვილის ხელით შეიწყალონ მიხეილ სააკაშვილი. ამაზე მოწმობს ხელმოწერების შეგროვება ამასთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილის შერბილებული რიტორიკა; უკრაინის ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენლისგან მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების მიზნით და ყველაფერი ეს აშკარად იმას მიუთითებს, რომ როგორც ჩანს, აპირებენ.

სალომე ზურაბიშვილი უცხოელი პატრონების დაკვეთით მოქმედებს. რა თქმა უნდა, პიროვნულად ვერ იტანს მიხეილ სააკაშვილს, მაგრამ სამწუხაროდ, იგი თავისუფალი არ არის თავის ქმედებებში. ისიც აგენტოკრატიის ერთ-ერთი აგენტია. დავალებას როგორც კი მიიღებს, რა თქმა უნდა, იგი თავისუფალი არ არის თავის ქმედებებში და იმ წამსვე შეასრულებს ამ დავალებას“, – განაცხადა სეფაშვილმა.

Post navigation

Previous: არის დიდი მოლოდინი, რომ პრეზიდენტი სააკაშვილს შეიწყალებს – მიხეილ ყაველაშვილი
Next: გვარამიამ, მელიამ და მათთან გაერთიანებულმა „ნაცმოძრაობის“ იდეოლოგიის ადამიანებმა გამოაცხადეს ნადირობის ახალი სეზონი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.