Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როგორც ქართული, ისე აზერბაიჯანული მხარე დაინტერესებულია, არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს, გაძლიერდეს – ილია დარჩიაშვილი

მარშალ პრესი 16/03/2024
ilia darchiashvili

ბაქოში გაიმართა პირველი შეხვედრა ორ პრემიერ-მინისტრს შორის, საუბარი შეეხო იმ არაჩვეულებრივ ორმხრივ ურთიერთობებს, რომელიც ორ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შორის არის, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე მთავარი აქცენტები არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებასა და გაძლიერებაზე გაკეთდა.

„ამ შეხვედრაზე იყო მთავარი აქცენტები, რომ როგორც ქართული, ისე აზერბაიჯანული მხარე დაინტერესებულია, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს, გაძლიერდეს. მთავარი აქცენტები, რა თქმა უნდა, მომავალშიც გაკეთდება, რომ ჩვენ ერთობლივად ძალიან ბევრი რეგიონული პროექტი განვახორციელოთ იმისთვის, რომ ჩვენი რეგიონი, რომელმაც ახალი, უმნიშვნელოვანესი როლი შეიძინა დღევანდელ მსოფლიოში, დღეს არსებულ გარემოში, იყოს კიდევ უფრო ეფექტური იმისათვის, რომ ბუნებრივად და შედეგიანად დააკავშიროს აღმოსავლეთი და დასავლეთი ერთმანეთს,“– განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

Continue Reading

Previous: აზერბაიჯანი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ხუთეულშია, დეტალურად მიმოვიხილეთ ის პერსპექტივები, რომლებიც ახალი პროექტების კუთხით ჩნდება
Next: ირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს შეხვდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025