Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

აზერბაიჯანი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ხუთეულშია, დეტალურად მიმოვიხილეთ ის პერსპექტივები, რომლებიც ახალი პროექტების კუთხით ჩნდება

მარშალ პრესი 16/03/2024
levan davitashvili

აზერბაიჯანი საქართველოს ხუთეულშია სავაჭრო პარტნიორობის კუთხით, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ლევან დავითაშვილის თქმით, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა წლიდან წლამდე იზრდება.

„ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტიციები, რომლებიც საქართველოში შემოდის აზერბაიჯანიდან და პირიქით. ჩვენ ასევე გვაქვს საერთაშორისო პროექტები, რომლებშიც საქართველო და აზერბაიჯანი წამყვან როლს თამაშობენ და ამაზე პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა, რომ ეს არის მეგა პროექტები აზერბაიჯანისთვის, სადაც საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია.

ეს არის ძირითადად ენერგოუსაფრთხოებაზე მიმართული პროექტები, რომლებიც, მათ შორის, ევროპულ ენერგოუსაფრთხოებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. ეს არის სატრანსპორტო-ლოგისტიკური მჭიდრო კავშირები, რომლებიც კიდევ უფრო აქტუალური ხდება გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, შუა დერეფნის განვითარება და რა თქმა უნდა, დეტალურად მიმოვიხილეთ ის პერსპექტივები, რომლებიც ახალი პროექტების კუთხით ჩნდება. ეს არის დამატებით ენერგეტიკულ პროექტებში თანამშრომლობა. რა თქმა უნდა, ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

Continue Reading

Previous: პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ჰეიდარ ალიევის და მისი მეუღლის საფლავები გვირგვინით შეამკო
Next: როგორც ქართული, ისე აზერბაიჯანული მხარე დაინტერესებულია, არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს, გაძლიერდეს – ილია დარჩიაშვილი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025