Skip to content
27/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ლიხტენშტაინის პარლამენტის თავმჯდომარესთან ვისაუბრეთ ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების დინამიკის ზრდაზე და იმ თანამშრომლობაზე, რაც სხვადასხვა ფორმატში გვაქვს

მარშალ პრესი 15/03/2024
shalva papuashvili

ლიხტენშტაინის და საქართველოს პარლამენტებს შორის პირველი შეხვედრა იყო. ვისაუბრეთ ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების დინამიკის ზრდაზე, რაც ძალიან მისასალმებელია. ასევე ვისაუბრეთ იმ თანამშრომლობაზე, რაც სხვადასხვა ფორმატში გვაქვს, “ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ლიხტენშტეინის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ლიხტენშტაინის პარლამენტმა მათ გაუზიაროს გამოცდილება, თუ როგორ მოახდინეს ევროპული დირექტივების თუ სამართლებრივი აქტების მიღება მათ კანონმდებლობაში.

,,ლიხტენშტაინის პარლამენტის თავმჯდომარემ დაგვიდასტურა მისი და ქვეყნის თანადგომა საქართველოს მიმართ ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიუხედავად იმისა, რომ თავად არ არის ევროკავშირის წევრი. ის არის ევროკავშირის ეკონომიკური სივრცის ნაწილი. მათ, როგორც ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების ფორმატში.

მან დაადასტურა, რომ აპრილში დაგეგმილ კონფერენციაში, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების ფორმატში იმართება და სადაც ლიხტენშტაინი სტუმრად არის მიწვეული, ჩვენც სტუმრად ვართ მიწვეული, იქ ამ საკითხებზეც ექნება საუბარი თავის კოლეგებთან, ევროკავშირის ქვეყნებიდან. ამ მხრივ, ყველანაირად გვერდში დაგვიდგებიან. ამავე დროს, ლიხტენშტაინს გამოცდილება აქვს ევროპული კანონმდებლობის გადმოღების, 12 ათასი სხვადასხვა სამართლებრივი აქტი იყო იმპლიმენტირებული აქაურ კანონმდებლობაში ბოლო 30 წლის განმავლობაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გამოცდილება გაგვიზიარონ, როგორ მოახდინეს ევროპული დირექტივების თუ სამართლებრივი აქტების მიღება,” – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

Post navigation

Previous: ლიხტენშტაინის პრემიერ-მინისტრთან ვისაუბრეთ ევროპაში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, მას აინტერესებდა, როგორ ახერხებს საქართველო უსაფრთხოების შენარჩუნებას გამოწვევების ფონზე
Next: ისინი ლეგიტიმაციას საზღვარგარეთ ეძებენ, თუნცა ქართველი ხალხი ყოველ ჯერზე ამბობს, რომ ის არის ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი და არც ერთ სხვა დედაქალაქში ქართველი ხალხის გადასაწყვეტი საკითხები არ უნდა წყდებოდეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.