Skip to content
27/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ლიხტენშტაინის პრემიერ-მინისტრთან ვისაუბრეთ ევროპაში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, მას აინტერესებდა, როგორ ახერხებს საქართველო უსაფრთხოების შენარჩუნებას გამოწვევების ფონზე

მარშალ პრესი 15/03/2024
shalva papuashvili

ლიხტენშტაინის პრემიერ-მინისტრთან, დენიელ რიშთან ვისაუბრეთ უსაფრთხოების იმ გარემოზე, რომელიც ევროპაში არსებობს, განსაკუთრებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის გათვალისწინებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ლიხტენშტაინის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, უსაფრთხოების თვალსაზრისით რა გამოწვევების წინაშეა საქართველო.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ, რა გამოწვევების წინაშეა საქართველო, როგორც იშვიათი ქვეყანა, რომელიც, ერთი მხრივ, ნაწილია უკრაინიდან მხარდამჭერი ალიანსის და მეორე მხრივ, ლამის ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც არც ნატო-ს ქოლგით არის დაცული და არც ევროკავშირის სოლიდარობის ქოლგით. არის რუსეთის პირდაპირი მოსაზღვრე ქვეყანა, რომლის ორი ტერიტორია რუსეთს ოკუპირებული აქვს.

მასაც აინტერესებდა, განსაკუთრებული გამოწვევების ფონზე როგორ ახერხებს საქართველო უსაფრთხოების შენარჩუნებას, ეკონომიკის წინსვლას. ლიხტენშტაინი დაინტერესებული იყო ამ გამოცდილებით. ვისაუბრეთ, მათ შორის იმ კონტექსტში, რომ მართალია, საქართველოსთვის ეს რთული უსაფრთხოების მდგომარეობაა, თუმცა ქვეყნისთვის ეს არ არის ახალი, მომდინარე საფრთხეები. ზოგადად, რეგიონში არსებული რთული მდგომარეობა იმ კონტექსტშია, რაშიც საქართველო ათწლეულებია ცხოვრობს და ცდილობს, ამ გარემოში ისე იმოძრაოს, რომ საკუთარი უსაფრთხოება შეინარჩუნოს. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო უნიკალურ მდგომარეობაშია კომპლექსური გამოწვევების თვალსაზრისით, განსაკუთრებული თანადგომა, გაგება და ემპათია აქვთ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკის მიმართ. მათგან მოვისმინეთ, როგორ უმკლავდებიან უსაფრთხოების გამოწვევებს. ლიხტენშტაინი ერთ-ერთი ფინანსური ცენტრია, რომელსაც გარკვეული გარემოებების გათვალისწინებით ახალი გადაწყობა მოუწია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, ხელვაჩაურის მინიციპალიტეტის 64-ვე სოფელში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართება
Next: ლიხტენშტაინის პარლამენტის თავმჯდომარესთან ვისაუბრეთ ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების დინამიკის ზრდაზე და იმ თანამშრომლობაზე, რაც სხვადასხვა ფორმატში გვაქვს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.