15 მაისი ქართული კინოს დღეა

970X90

დღეს ქართული კინოს დღეა. ქართული კინოფილმების წარმოება 1908 წლიდან დაიწყო. ვასილ ამაშუკელმა და ალექსანდრე დიღმელოვმა გადაიღეს პირველი დოკუმენტური ფილმები, რომლებიც ძირითადად ასახავდნენ საზოგადოებაში მიმდინარე მოვლენებს: „ქვანახშირის ზიდვა აქლემებით“ , „ბაქოს ბაზრები“, „ქუთაისის პეიზაჟები“.

1908 წელი ოფიციალურადაა მიჩნეული ქართული კინოს ისტორიის დასაწყისად. 1912 წელს ქუთაისში, კინოთეატრ „რადიუმში“ შედგა პრემიერა ვასილ ამაშუკელის ფილმისა „აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“. ეს იყო პირველი სრულმეტრაჟიანი ქართული დოკუმენტური ფილმი, პირველი ფილმი.

1916 წელს გერმანე გოგიტიძის თაოსნობით რეჟისორმა ალექსანდრე წუწუნავამ გადაიღო პირველი სრულმტრაჟიანი მხატვრული ფილმი „ქრისტინე” ეგნატე ნინოშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით.

1918 წელს ბელგიური კინოფირმა „ფილმეს“ მეშვეობით თბილისში დაარსდა პირველი კინოსტუდია.

1923 წელს ამ სტუდიის ბაზაზე დაარსდა „სახკინმრეწვი“. 1928 წელს შეიქმნა კინოქრონიკის სექტორი. ამ პერიოდისთვის საქართველოში უკვე გადაღებული იყო 200-მდე მხატვრული და ქრონიკალური ფილმი.

1938 წელს „სახკინმრეწვს“ ეწოდა „თბილისის კინოსტუდია“. 1947 წელს გაიხსნა სტერეოკინოს სტუდია, სადაც გადაიღეს პირველი საბჭოთა სრულმეტრაჟიანი სტერეოსკოპული ფილმი.

1951 წლიდან თბილისის კინოსტუდიამ დაიწყო ფერადი ფილმების წარმოება. 1953 წელს თბილისის კინოსტუდიას ეწოდა „ქართული ფილმი“. 1956 წლიდან, როდესაც საქართველოს ტელევიზიამ დაიწყო მაუწყებლობა, გაიხსნა სატელევიზიო ფილმების სტუდია.

 

970X90
გაზიარება