Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

იენს სტოლტენბერგის თქმით, ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანება ისტორიული მოვლენა იქნება

მარშალ პრესი 15/05/2022
სტოლტენბერგი

იენს სტოლტენბერგის თქმით, ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანება ისტორიული მოვლენა იქნება. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა გერმანიაში, ნატოს მინისტერიალის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სტოლტენბერგმა ასევე თურქეთის პოზიციაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ალიანსის გაფართოების საკითხზე კონსენსუსს მიღწეული იქნება.

„დარწმუნებული ვარ, რომ საერთო პოზიციაზე შევთანხმდებით“, – განაცხადა სტოლტენბერგმა და აღნიშნა, რომ ანკარა ნატოს მნიშვნელოვანი პარტნიორია.

მისივე თქმით, ალიანსის წევრები ნატოს სამიტზე, რომელიც მადრიდში გაიმართება, ევროპაში არსებული ვითარების გათვალისწინებით, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

გერმანიაში ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. მინისტრებმა უკრაინისთვის მხარდაჭერასა და მადრიდის სამიტზე მისაღებ კონცეფციაზე იმსჯელეს. მინისტერიალის პირველ დღეს დიპლომატები შეხვდნენ კოლეგებს ფინეთიდან და შვედეთიდან. ფინეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ნატოს წევრობაზე განაცხადს წარადგენს.

Post navigation

Previous: ვახტანგ მახარობლიშვილი – შეხვედრები, რომლებსაც ილია დარჩიაშვილი გამართავს ევროპელ კოლეგებთან, მნიშვნელოვანია იმ მხარდაჭერის მოსაპოვებლად, რომელიც საჭირო იქნება ჩვენი ქვეყნისთვის შემდეგ კვირებში
Next: 15 მაისი ქართული კინოს დღეა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.