Skip to content
26/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვერ გადაუწყვიტავთ, რომელი შიში გადაწონის მათში – ლგბტ პროპაგანდისაგან თავის შეკავებით სპონსორებისაგან ფულის გარეშე დარჩენა, თუ ქართველი ხალხისგან გარდაუვალი პასუხისგების შიში

მარშალ პრესი 14/03/2024
david kartvelishvili

ჯერ ვერ გადაუწყვეტიათ, რომელი შიში გადაწონის მათში – ლგბტ პროპაგანდისაგან თავის შეკავებით საკუთარი სპონსორებისაგან დამატებითი ფულის გარეშე დარჩენის თუ ქართველი ხალხისგან გარდაუვალი პასუხისგების შიში. ამას კი უახლოეს მომავალში დავინახავთ, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლის თქმითაც ოპოზიცია ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის ინიციატივაზე პოზიციას არ აფიქსირებს, რადგან გარეთ მათი პატრონების ეშინიათ და შიგნით ქართველი ხალხის.

ქართველიშვილის თქმით, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ლგბტ-მემორანდუმის ხელმომწერი პოლიტიკოსები ღიად აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას, იგივე “პრაიდ-კვირეულებს” მიმართ, არის ის, რომ ამაში საერთაშორისო ფონდებიდან აღებულია ფული, რომელიც მათ პარტიულ და “ენჯეო” ყულაბებში ილექება.

„ეს რეალურადაა ქვეყნის ე.წ. ოპოზიციის “აქილევსის ქუსლი” – ისინი საკუთარ წიაღშიც კი ვერ ბედავენ ლგბტ თემთან თავის პირად მიკუთვნილობაზე ღიად საუბარს. ვისაც წლებია ამით აშანტაჟებენ სააკაშვილის დავალებით გადაღებული პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრებით. ვერ ბედავენ საკუთარი შვილების “გენდერული არჩევანის” შესახებ ღია საუბარს.
ერთადერთი მიზეზი, რის გარშემო ლგბტ-მემორანდუმის ხელმომწერი პოლიტიკოსები ღიად აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას იგივე “პრაიდ-კვირეულებს” მიმართ – ამაში აღებული ფულია, რომელიც ილექება მათ პარტიულ და “ენჯეო” ყულაბებში საერთაშორისო ფონდებიდან. ფული, რომელსაც ჩრდილოეთიდან შემოსული რუბლების მსგავსად ასევე არ გააჩნია სუნი – ერთადერთი მნიშვნელოვანი განსხვავებით: რუსეთისთვის სამშობლოს, ქვეყნის სტრატეგიული ობიექტების გაყიდვის გამო ნაცსექტას შიშის გრძნობა სინდისთან ერთად დაკარგული აქვთ.

მაგრამ ტრადიციულ, პატრიარქალურ, მართლმადიდებლურ გარემოში – საქართველოსთვის ახალი, “პროგრესული”, ლგბტ “ფასეულობებზე” აგებული აწმყოსა და მომავლის ქადაგება ქართველი ხალხის წინაშე ფიზიკურ შიშთან არის დაკავშირებული. და მათ ჯერ ვერ გადაუწყვეტიათ, რომელი შიში გადაწონის მათში – ლგბტ პროპაგანდისაგან თავის შეკავებით საკუთარი სპონსორებისაგან დამატებითი ფულის გარეშე დარჩენის თუ ქართველი ხალხისგან გარდაუვალი პასუხისგების შიში. ამას კი უახლოეს მომავალში დავინახავთ“, – წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო
Next: თავად დასავლელი პარტნიორები საუბრობენ სააკაშვილის ბრალეულობაზე, 2008 წელს სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ სარგებელი ენახა რუსეთს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.