Skip to content
26/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო

მარშალ პრესი 14/03/2024
431319572_873589524570878_8920685164136684509_n

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის პირველ მოადგილესთან გიორგი ციბაძესთან, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად, ნიგვზიანის, ნინოშვილის, აკეთის, ჩოჩხათისა და ღრმაღელის ადმინისტრაციულ ერთეულებში საბავშვო ბაღების მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო.

,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში დავათვალიერეთ ხუთი ახალი საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები. სამუშაო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და შედეგად ჩვენ მივიღებთ განახლებულ ინფრასტრუქტურას, სადაც ჩვენი მომავალი თაობა შეძლებს უსაფრთხო, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ, ადაპტირებულ გარემოში სწავლა-განათლების მიღებას. პროექტის ჯამური ღირებულება, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, აღემატება შვიდ მილიონ ლარს“, – აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.

Post navigation

Previous: საქართველოს პასუხისმგებლობა მთავრდება იქ, რაც შეიძლება მაღალი სტანდარტით დაუმტკიცოს ადეიშვილის ან სხვა დამნაშავის ბრალი, არცერთ წესთან დაკავშირებით კრიტიკა არ ყოფილა ჩვენი პარტნიორებისგან, მათ შორის ცირკულარიდან რომ მოხსნეს
Next: ვერ გადაუწყვიტავთ, რომელი შიში გადაწონის მათში – ლგბტ პროპაგანდისაგან თავის შეკავებით სპონსორებისაგან ფულის გარეშე დარჩენა, თუ ქართველი ხალხისგან გარდაუვალი პასუხისგების შიში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.