Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ასეთი ხალხის ყოფნა პოლიტიკაში სახიფათოა სახელმწიფოსთვის, უტყვად შეასრულებენ გარედან მოსულ ნებისმიერ დაკვეთას – ზაალ ანჯაფარიძე ვეტინგის მომხრეებზე

მარშალ პრესი 12/03/2024
zaal anjaparidze

ექსპერტმა ზაალ ანჯაფარიძემ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების და ენჯეოების მიერ უცხოელების მხრიდან მოსამართლეთა “ვეტინგის” თავგამოდებული დაცვა შეაფასა და აღნიშნა, რომ ასეთი ხალხის ყოფნა პოლიტიკაში სახიფათოა სახელმწიფოსთვის. მისივე თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნა რომ უმაღლეს ჭეშმარიტებად და აქსიომად მიაჩნიათ და იმის იქით არ იხედებიან, ასეთი ადამიანები უტყვად შეასრულებენ გარედან მოსულ ნებისმიერ დაკვეთასა და ბრძანებას.

„ამ დღეებში თვალყურს ვადევნებდი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების და ასეთივე ენჯეოების მიერ უცხოელების მხრიდან აქაურ მოსამართლეთა “ვეტინგის” თავგამოდებულ დაცვას.

არ დავიწყებ მათ იდენტიფიცირებას, ვიტყვი ერთს: ასეთი ხალხის ყოფნა პოლიტიკაში არის სახიფათო სახელმწიფოსთვის, სხვა მიზეზების გარდა თუნდაც იმიტომ, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა რომ უმაღლეს ჭეშმარიტებად, აქსიომად მიაჩნიათ და იმის იქით არ იხედებიან. ხომ ხვდებით რა მასალასთან გვაქვს საქმე?! უტყვად შეასრულებენ გარედან მოსულ ნებისმიერ (!!) დაკვეთა/ბრძანებას როგორც ამ კლასტერის ერთერთმა წარმომადგენელმა სრულიად გულწრფელად განაცხადა – “ევროპამ რომ მოგვთხოვოს ერთი კვირა ცალ ფეხზე დგომა, უნდა ვიდგეთო!” სხვათაშორის სიამოვნებით დავაყენებდი ცალ ფეხზე და საინტერესოა რამდენ ხანს გაძლებენ “- წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

Continue Reading

Previous: რამდენად არიან ახლები ადამიანები, რომლებმაც ძველი დროიდან საზარელი კვალი დაამჩნიეს ქართულ რეალობას და ქართულ პოლიტიკას? – გია ცაგარეიშვილი ნიკა გვარამიას პარტიაზე
Next: რა შედეგამდე შეიძლება მიიყვანოს ქვეყანა ვეტინგმა ? როგორ დაეხმარა ობამას ადმინისტრაცია ჯორჯ სოროსის ფონდს ალბანეთში, რათა სოციალისტურ მთავრობას მოეპოვებინა „სრული კონტროლი მართლმსაჯულებაზე“

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025