Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რამდენად არიან ახლები ადამიანები, რომლებმაც ძველი დროიდან საზარელი კვალი დაამჩნიეს ქართულ რეალობას და ქართულ პოლიტიკას? – გია ცაგარეიშვილი ნიკა გვარამიას პარტიაზე

მარშალ პრესი 12/03/2024
GIA TSAGAREISHVILI2

 რამდენად არიან ახლები ადამიანები, რომლებმაც ძველი დროიდან საზარელი კვალი დაამჩნიეს ქართულ რეალობას და ქართულ პოლიტიკას? გარდა უკეთურობისა ვერაფრით ვერ წარმოაჩინეს საკუთარი თავი. რამდენად შეიძლება ამ ადამიანებს ახლები ვუწოდოთ?, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა გადაცემა „მოამბეში“ ნიკა გვარამიას და ნიკა მელიას მიერ პარტია „ახალის“ შექმნის თაობაზე განაცხადა.

ცაგარეიშვილის თქმით, ქართული ოპოზიციური სპექტრი თავგამოდებულად გაურბის წარსულს, რადგან წარსული ახსენებს ყველაფერს იმას, რაც უკეთებიათ ამ ადამიანებს, მათ ბელადებს, მათ გულშემატკივრებს და მათ პატრონებს საქართველოში.

„ დღეს ერთ-ერთი მათი თავგზააბნეული გულშემატკივარი თუ ჯერ არ შექმნილი პარტიის წევრი ამბობდა, რომ ახალ სახეებზე და ძველ სახეებზე კი არ ვსაუბრობთო, ახალ იდეებზე ვსაუბრობთო.

როდის ყოფილა, რომ წარსულ დროში საშინელ დანაშაულში ბრალდებული თუ ეჭვმიტანილი ადამიანები, მომავალში ახალი იდეების გენერირებას ახდენდნენ და თავს აწონებდნენ საზოგადოებას?! ასე არ კეთდება პოლიტიკა და ასე ვეღარ გაგრძელდება საქართველოში პოლიტიკის კეთება. ადამიანები, რომელთა წარსული ძალიან კარგად ახსოვთ, ნამდვილად ვერ შექმნიან ამ ქვეყნის მომავალს. საერთოდ მინდა გითხრათ რომ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, 12 წლის შემდეგ, რაც ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციაში წავიდა, წააგო არჩევნები, იმის მერე ქართული ოპოზიციური სპექტრი თავგამოდებულად გაურბის წარსულს და ეს არის ერთი უსაშველო მარათონი ამ ადამიანების წარსულიდან განრიდების.

გაურბიან თავის წარსულს, არ უნდათ ამ წარსულის გახსენება, არადა წარსული ახსენებს ყველაფერს იმას რა უკეთებიათ ამ ადამიანებს, მათ ბელადებს, მათ გულშემატკივრებს, მათ პატრონებს საქართველოში. არა მხოლოდ სხვათა შორის 12 წლამდე, არამედ 12 წლის მერეც რა უკეთებიათ ამ ადამიანებს ქართულ პოლიტიკაში. ასე რომ, არაფერი ახალი ამაში არ არის და ეს არის უბრალოდ გადამღერება იმ ძველისა, რაც მე მგონი არც არავის დავიწყებია და რაც ძალიან მძიმე ასოციაციებს იწვევს ადამიანების შეგნებაში“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

Continue Reading

Previous: ამ დროს, მიხეილ სააკაშვილი უკვე შემოპარული იყო მათი მეშვეობით საქართველოში და აწყობდა გეგმებს სამოქალაქო დაპირისპირების მოსაწყობად
Next: ასეთი ხალხის ყოფნა პოლიტიკაში სახიფათოა სახელმწიფოსთვის, უტყვად შეასრულებენ გარედან მოსულ ნებისმიერ დაკვეთას – ზაალ ანჯაფარიძე ვეტინგის მომხრეებზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025