Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო ოპერაციებისთვის განკუთვნილი ახალი ვერტმფრენი გადაეცა

მარშალ პრესი 12/03/2024
vertmpreni

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას თანამედროვე, ახალი, ევროპული ტიპის „H 145“ ვერტმფრენი შეემატა. ვერტმფრენის გადმოცემა, გერმანიაში, „Airbus Helicopters“-ის საწარმოში განხორციელდა, რომელსაც სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე გიორგი მალანია და სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის დირექტორი, იოსებ არჯევანიშვილი დაესწრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.

თანამედროვე ევროპული ტიპის „H 145“, ვერტმფრენი, ფრანგული კომპანია „Airbus Helicopters” ერთ-ერთი უახლესი მოდელია. ახალი ბორტები სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. მათ გააჩნიათ 2 ძრავა, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას. ამ ტიპის შვეულმფრენები მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც, საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით, არსებულ ამოცანებთან სრულად თავსებადი იქნება. მსგავს ვერტმფრენებს წარმატებით იყენებენ გერმანიის, შვეიცარიის, საფრანგეთის, კანადისა და სხვა ქვეყნების პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები.

სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის მფრინავები და ბორტ-ტექნიკოსები თეორიულ და პრაქტიკულ მომზადებას გერმანიაში, „Airbus Helicopters“-ის სასწავლო აკადემიაში გადიან. მომზადების კურსი 15 მარტს დასრულდება, რომლის შემდგომაც ქართული ეკიპაჟის მიერ ვერტმფრენის საქართველოში ტრანსპორტირება განხორციელდება.

2022 წლის 19 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელშეკრულება გაფორმდა ფრანგულ კომპანია „Airbus Helicopters“-თან სამი „H145“ ვერტმფრენის შეძენასთან დაკავშირებით. შემდეგი ორი ბორტის გადმოცემა ქართული მხარისთვის 2024 წლის ივნისამდე იგეგმება.

Continue Reading

Previous: დღეს მომეცა იმის შესაძლებლობა, ამდენი ხნის შემდეგ ვთქვა – მამუკა მდინარაძე იხსენებს, თუ როგორ ატყუებდნენ უკრაინელი კოლეგები ქართულ მხარეს
Next: დღემდე, საქართველოს მთავრობა თავს იკავებდა საჯაროდ გამოეტანა უკრაინის მთავრობასთან უთანხმოება ქართველი კრიმინალების შეფარების გამო

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025