Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დღეს მომეცა იმის შესაძლებლობა, ამდენი ხნის შემდეგ ვთქვა – მამუკა მდინარაძე იხსენებს, თუ როგორ ატყუებდნენ უკრაინელი კოლეგები ქართულ მხარეს

მარშალ პრესი 12/03/2024
mamuka mdinaraZe

დღეს მომეცა იმის შესაძლებლობა, ამდენი ხნის შემდეგ ვთქვა, რომ ტრუსკავეცი (ქალაქი უკრაინაში), რომელსაც ხშირად მახსენებენ ხოლმე, ჩვენ არ დაგვსიზმრებია – ეს ჩვენი უკრაინელი კოლეგებისგან მოწოდებული ინფორმაცია იყო. გვამშვიდებდნენ, რომ არა, ეს კაცი [მიხეილ სააკაშვილი] არაფერს აპირებს, რამდენიმე დღეა ტრუსკავეცში ნომრიდან არ გამოსულაო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

„ჩვენ უკრაინელ მეგობრებსაც ვსაყვედურობთ, იმიტომ, რომ ეს ცალმხრივი მეგობრობა ცოტა უცნაური რამეა. დღეს მომეცა შესაძლებლობა, ამდენი ხნის შემდეგ ვთქვა, რომ ტრუსკავეცი, რომელსაც ხშირად მახსენებენ ხოლმე, ჩვენ არ დაგვსიზმრებია – ეს ჩვენი უკრაინელი კოლეგებისგან მოწოდებული ინფორმაცია იყო. გვამშვიდებდნენ, რომ არა, ეს კაცი არაფერს აპირებს, რამდენიმე დღეა ტრუსკავეცში ნომრიდან არ გამოსულაო. ​დიახ, დღეს დადგა იმის დრო, რომ ეს მეთქვა. მე ბოდიში მოვიხადე მეორე დღეს. ეს ჩემი ინფორმაცია არ ყოფილა, ჩემს ნათესავებს ან ახლობლებს არ დაურეკავთ.

რაც შეეხება იმას, რომ იქ არის ლორთქიფანიძე და სხვა ადამიანები, რომლებიც არათუ ასეთ ინფორმაციებს გვაწვდიან, არათუ ასეთ კომუნიკაციაში არიან, არამედ წინაურდებიან სააკაშვილის შემთხვევის შემდეგ – შემოაპარეს განუბაჟებლად საქართველოში და ამის შემდეგ დაწინაურდნენ. შესაბამისად, მიიღონ ჩვენი გულწრფელი საყვედური ამასთან დაკავშირებით, გადმოგვცენ ჩვენი სისხლის სამართლის დამნაშავეები. თუკი რაიმე პლატფორმა არსებობს, ჩვენ ისედაც მხარს ვუჭერთ მათ. ჩვენ უდიდეს პოლიტიკურ რისკზეც კი წავედით, როდესაც ვთქვით, რომ ჰააგასთან მიმართებით შევუერთდით რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოთხოვნას, გასამართლებას როგორც ომის დამნაშავეებისა და ა.შ. 600-ზე მეტ დოკუმენტს ვართ შეერთებულები, და ამ ფონზე მათგან რას ვხედავთ? იმ ნარატივებში ჩაბმას, რასაც საქართველოს წინააღმდეგ ახორციელებს სხვადასხვა ადამიანი ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, ცალმხრივი მეგობრობა გაგრძელდება, მაგრამ რაღაც ეტაპზე ჩვენ სიმართლე უნდა ვთქვათ“, – აღნიშნა მდინარაძემ.

Continue Reading

Previous: რუსეთთან გვინდა ჩვენი პრაგმატული პოლიტიკის გაგრძელება, რისი მიზანიც არის მშვიდობის შენარჩუნება – ირაკლი კობახიძე
Next: შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო ოპერაციებისთვის განკუთვნილი ახალი ვერტმფრენი გადაეცა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025