Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

“ნაცები” და მათი პატრონები როდის გაჩერდებიან იცით? როდესაც სასამართლოში დასხდებიან მათი მომხრეები და ხელისუფლებას ხალხის არჩევანის გარეშე ჩაიგდებენ ხელში – მამუკა მდინარაძე “ვეტინგზე

მარშალ პრესი 11/03/2024
mamuka mdinaradze

თქვენ გვთავაზობთ, რომ გავიზიაროთ ალბანეთის მაგალითი, რომელიც დაახლოებით 40 პუნქტით უკან არის სასამართლოსთან დაკავშირებული შეფასებით მსოფლიო რეიტინგებში. თქვენ გვთავაზობთ, რომ გავხდეთ უფრო ცუდები, ამ რეფორმამ ალბანეთს მოუტანა ის, რომ ჩამოგვრჩება რამდენიმე ათეული პუნქტით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ე.წ. “ვეტინგის” თემაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას “ვეტინგის” სისტემის შემოღება არა კეთილსინდისიერებისთვის, არამედ დამოუკიდებელი მოსამართლეებისგან სასამართლო სისტემის გასაწმენდად სურს. საბოლოო მიზანი კი სასამართლოების “ნაცი” მოსამართლეებით დაკომპლექტებაა, რაც მდინარაძის განცხადებით, ხალხის არჩევანის გარეშე ხელისუფლების ხელში ჩაგდების გზაა.

“გვთავაზობთ, რომ გადავიღოთ ალბანეთის, მოლდოვის, უკრაინის მაგალითები, რომლებიც ჩვენ ჩამოგვრჩებიან. რაღაცაში უფრო წინ ვართ და თქვენ გვეუბნებით, ვინც უკან არის, მივბაძოთ იმას – რანაირი მიდგომაა ეს?! ამ დროს, გამოდის, კეთილსინდისიერებაზე კი არ არის საუბარი, მართლაც წმენდაზეა ლაპარაკი, რომ უნდა გაწმინდონ დამოუკიდებელი მოსამართლეებისგან და დასვან “ნაცი” მოსამართლეები. საბოლოო მიზანი ეს არის. ნაცები და მათი პატრონები როდის გაჩერდებიან იცით? როდესაც სასამართლოში დასხდებიან მათი მომხრეები და ხელისუფლებას ჩაიგდებენ ხელში. ეს არის გზა იმისაკენ, რომ ხალხის არჩევანის გარეშე ჩაიგდონ ხელისუფლება ხელში. ამის უფლებას და საშუალებას არ ვაძლევთ.” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Continue Reading

Previous: „არტარეადან“ ვისმენთ „ნაცმოძრაობის“ მეხოტბე ფსევდო ინტელიგენციის დემაგოგიას – კარგად ჩანს ხაზარაძის პირდაპირი ბმა „ნაცმოძრაობასთან“, რაც სინამდვილეში ერთი სუბიექტია
Next: საქართველოში არაფერი აზიანებს დასავლურ განწყობებს ისე, როგორც კრიმინალების თავისუფალი გადაადგილება ევროპაში – მამუკა მდინარაძე ადეიშვილზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025