Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

„არტარეადან“ ვისმენთ „ნაცმოძრაობის“ მეხოტბე ფსევდო ინტელიგენციის დემაგოგიას – კარგად ჩანს ხაზარაძის პირდაპირი ბმა „ნაცმოძრაობასთან“, რაც სინამდვილეში ერთი სუბიექტია

მარშალ პრესი 11/03/2024
david matikashvili

„არტარეადან“ ვისმენთ „ნაცმოძრაობის“ მეხოტბე ფსევდო ინტელიგენციის დემაგოგიას, რომელიც მიმართულია ფსევდო ღირებულებებზე ორიენტირებული აზრის ჩამოყალიბებისკენ, რაც აუცილებელია „ნაცმოძრაობისთვის – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, აქაც კარგად ჩანს ხაზარაძის პირდაპირი ბმა „ნაცმოძრაობასთან“ და კავშირი ამ ორ სუბიექტს შორის, რაც სინამდვილეში ერთი სუბიექტია.

„ლელო“- ხაზარაძე, ასევე არის კლონი, როგორც სააკაშვილმა უწოდა ამ ე.წ. პოლიტიკურ ორგანიზაციებს.

მისი „არტარეა“ – ფსევდოლიბერალური ინტელიგენციის ჩამოყალიბების მცდელობა, სადაც ის პირდაპირ ასრულებს „ნაციონალური მოძრაობის“ დავალებებს. კარგად გახსოვთ, როგორ ებრძოდა „ნაციონალური მოძრაობა“ ინტელიგენციას, როგორ ეძახდა ჩარეცხილებს ყველას, ვისაც ეროვნული და პატრიოტული კუთხით განსაკუთრებული როლი ჰქონდა ჩვენს რეალობაში, როგორ ცდილობდა მათ გაშავებას.

დღეს „არტარეადან“ ვისმენთ „ნაცმოძრაობის“ მეხოტბე ფსევდო ინტელიგენციის დემაგოგიას, რომელიც მიმართულია სწორედ ფსევდო ღირებულებებზე ორიენტირებული აზრის ჩამოყალიბებისკენ, რაც აუცილებელია „ნაცმოძრაობისთვის“. აქაც კარგად ჩანს ხაზარაძის პირდაპირი ბმა „ნაცმოძრაობასთან“ და კავშირი ამ ორ სუბიექტს შორის, რაც სინამდვილეში ერთი სუბიექტია“ – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

რაც შეეხება ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას ტანდემს, დავით მათიკაშვილის თქმით, „ნაცმოძრაობის“ ორი გამორჩეული სახე ვერანაირი ახალი 4 თუ 16 ნომრით ვერ შეძლებს იმ წარსულის და დღევანდელობის გადაფარვას, რასაც მათი „ნაცობა“ და „ნაცმოძრაობასთან“ პირდაპირი კავშირი ქვია.

Continue Reading

Previous: ბუნდესტაგმაც” და ევროპელმა ლიდერებმაც უნდა გააცნობიერონ ის საფრთხე, რაც საქართველოში ძებნილი კრიმინალის მიღებას შეიძლება მოჰყვეს – ანტიევროპული განწყობების ხელშეწყობა
Next: “ნაცები” და მათი პატრონები როდის გაჩერდებიან იცით? როდესაც სასამართლოში დასხდებიან მათი მომხრეები და ხელისუფლებას ხალხის არჩევანის გარეშე ჩაიგდებენ ხელში – მამუკა მდინარაძე “ვეტინგზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025