Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ფსევდოლიბერალური პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიცია პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებს, ეს არის მათი პოლიტიკური გადაწყვეტილება

მარშალ პრესი 11/03/2024
irakli kobaxidze

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ფსევდოლიბერალური პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიცია საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებს.

ჟურნალისტის კითხვაზე, ცდილობს თუ არა ოპოზიცია ფასებზე საუბრით ლგბტ პროპაგანდაზე საკუთარი პოზიციებისგან თავის არიდებას, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „აქცენტების გადატანის მცდელობა აშკარად არის“.

„ოპოზიცია დღემდე თავს არიდებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას იმ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც მზადდება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ. ეს არის მათი პოლიტიკური გადაწყვეტილება. საზოგადოება დააკვირდება ამ პროცესებს და ამის მიხედვით ჩამოიყალიბებს საკუთარ პოზიციას, როგორც მმართველი პარტიის მიმართ, ასევე ოპოზიციური პარტიების მიმართ“,- განაცხადა კობახიძემ.

Continue Reading

Previous: ვიქტორ ორბანი: მსოფლიოს დონალდ ტრამპის დაბრუნება სჭირდება. მისი პრეზიდენტობის დროს მშვიდობა იყო ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში
Next: ირაკლი კობახიძე: ჩვენი ამოცანა არის, საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება და ეს პროცესები, რომელიც ვითარდება, გვიზრდის ამის შანსს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025