Skip to content
13/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ბაია პატარაიასთვის ღირსების ორდენის გადაცემით სალომე ზურაბიშვილი ახალისებს იმ ანტისახელმწიფოებრივ და ანტიქართულ პროპაგანდას, რომლითაც ბაია პატარაია არის ცნობილი საზოგადოებისთვის

მარშალ პრესი 09/03/2024
givi mikanadze

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე აცხადებს, რომ ორგანიზაცია „საფარის“ დირექტორის, ბაია პატარაიასთვის ღირსების ორდენის გადაცემით სალომე ზურაბიშვილი ახალისებს იმ ანტისახელმწიფოებრივ და ანტიქართულ პროპაგანდას, რომლითაც ბაია პატარაია არის ცნობილი საზოგადოებისთვის.

„ბაია პატარაია საზოგადოებისთვის ცნობილია თავისი ანტისახელმწიფოებრივი და ანტიქართული რიტორიკით და განცხადებებით. სალომე ზურაბიშვილის მხრიდან მისთვის ღირსების ორდენის გადაცემა არის პირდაპირი გზავნილი, რომ სალომე ზურაბიშვილი ახალისებს ამ ანტისახელმწიფოებრივ და ანტიქართულ პროპაგანდას. ღირსების ორდენი გადაეცა ამ ადამიანს და, ამავდროულად, ღირსების ორდენი აქვს მიღებული ჩვენს მართლაც ღირსეულ არაერთ საზოგადო მოღვაწეს“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

ორგანიზაცია „საფარის“ დირექტორი ბაია პატარაია საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ღირსების მედლით დააჯილდოვა. როგორც დაჯილდოების ცერემონიალზე ითქვა, ბაბუცა პატარაიას ჯილდო გადაეცა „ქალთა გაძლიერების, გენდერის ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, არაძალადობრივი გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობისათვის“.

Post navigation

Previous: ჩვენთვის დეზინფორმაცია ვერ იქნება ის, რომ ზურაბ ადეიშვილი, რომელიც ვიხილეთ შეხვედრაზე, არის შემოქმედი იმ რეჟიმის, რომელიც საქართველოში მიმართული იყო ადამიანის უფლებების ტოტალიტარულად დარღვევისკენ
Next: როცა ხაბეიშვილი ამბობს, რომ პენსიონერს 42 ლარით უფრო ძვირი უჯდება პროდუქტების შეძენა, სამაგიეროდ პენსია გაიზარდა სულ ცოტა 185 ლარით და არცთუ ცოტა შემთხვევაში – 375 ლარით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.