Skip to content
13/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შარშანდელმა მარტის დღეებმა დაგვანახა ის ყალბი დემოკრატია, რომელიც მძვინვარებს დღეს მსოფლიოში

მარშალ პრესი 08/03/2024
tamar chiburdanidze

„7 მარტი ისტორიას დარჩება, როგორც ქუჩაში ძალადობით გამოყვანილი საზოგადოების სირცხვილი,“ – წერს სოციალურ ქსელში მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე. მისივე თქმით, 7 მარტის მოვლენებმა გამოაფხიზლა ქართული საზოგადოება და ღიად დაანახა მოსალოდნელი საფრთხე მათი შვილებისთვის.

„2023 წლის მარტის დღეები იყო ღია სანახაობა მსოფლიოსთვის, თუ რა მდგომარეობაშია საუკუნის წინ, კაცობრიობის უკეთესი ყოფისთვის შექმნილი ნამდვილი დემოკრატიული ღირებულებები.

დღეს სიტყვის თავისუფლებამ დეზინფორმაციის სახე მიიღო, სიმართლე სიყალბედ იქცა და დემოკრატია ლიბერალურ ფაშიზმად მოგვევლინა. შარშანდელმა მარტის დღეებმა დაგვანახა ის ყალბი დემოკრატია, რომელიც მძვინვარებს დღეს მსოფლიოში. ზუსტი შეფასება მისცა მამუკა მდინარაძემ, ეს ნამდვილად იყო საუკუნის აფიორა. „უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ“ ოღონდ კანონი არ მიგვეღო და ისიც კი იკადრეს, რომ FARA-ს საავტორო უფლებები რუსეთს გადაულოცეს.

ეშინოდათ, ეშინიათ და მომავალშიც გაჰყვებათ იმის შიში, რომ არ გამოვააშკარაოთ უცხოური დაფინანსებით საქართველოს ეროვნული ღირებულებებისადმი მიყენებული ზარალი და რაც მთავარია, არ გამოაშკარავდეს უცხოური ფული ქართულ პოლიტიკაში. რუსთაველზე პოლიციელების ცოცხლად დაწვა, მოსწავლეების და პროფესორების ღია ბულინგი, უნივერსიტეტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კონკრეტული პიროვნებების იძულება, გასულიყვნენ ქუჩაში და გაეპროტესტებინათ წაუკითხავი კანონი – ეს ყველაფერი იყო თანამედროვე გლობალისტების რეალური სახე. ეს იყო პროცესი, რომელმაც გამოაფხიზლა ქართული საზოგადოება და ღიად დაანახა მოსალოდნელი საფრთხე მათი შვილებისთვის. 7 მარტი, ისტორიას დარჩება, როგორც ქუჩაში ძალადობით გამოყვანილი საზოგადოების სირცხვილი. მჯერა, ამ პოლიტიკურ ავანტიურას ნეგატიურ ქეისად გამოიყენებენ სხვადასხვა ქვეყნებში სპეციალისტები, თუ როგორი არ უნდა იყოს დემოკრატია,“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

Post navigation

Previous: ბაია პატარაია, ელისო ამირეჯიბი, ნატო შავლაყაძე, ანა არგანაშვილი და თამუნა მუსერიძე პრეზიდენტმა ღირსების მედლებით დააჯილდოვა
Next: საუკუნის აფერა, რომელიც შარშან შემოგვთავაზა კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ და მისმა პატრონებმა, მართლაც რომ საჭირო იყო იმუნიტეტის გამოსამუშავებლად

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.