Skip to content
13/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ბაია პატარაია, ელისო ამირეჯიბი, ნატო შავლაყაძე, ანა არგანაშვილი და თამუნა მუსერიძე პრეზიდენტმა ღირსების მედლებით დააჯილდოვა

მარშალ პრესი 08/03/2024
1001

საქართველოს პრეზიდენტმა ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხუთი უფლებადამცველი ქალი ღირსების მედლით დააჯილდოვა.

დაჯილდოვდნენ: ორგანიზაცია ,,საფარის” თანადამფუძნებელი ბაბუცა (ბაია) პატარაია,

უფლებადამცველი ანა არგანაშვილი, ,,ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის” დამფუძნებლები: ელისო ამირეჯიბი და ნატო შავლაყაძე და ორგანიზაცია ,,ვეძებ” დამფუძნებელი თამარ მუსერიძე.

საქართველოს პრეზიდენტმა ადვოკატი, ორგანიზაცია ,,საფარის” თანადამფუძნებელი ბაბუცა პატარაია დააჯილდოვა ქალთა უფლებების დაცვისა ქალთა გაძლიერების, გენდერის ნიშნი ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისთვის, არაძალადობრივი გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობისათვის.

ანა არგანაშვილი დაჯილდოვდა ბავშვთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა უფლებების დაცვის, ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის.

,,ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის” დამფუძნებლებს: ელისო ამირეჯიბს და ნატო შავლაყაძეს სახელმწიფო ჯილდო გადაეცათ გენდერის ნიშნით ძალადობის მსხვერპლ ქალთა დაცვის, მათ სოციალურ ინტეგრაციასა და ეკონომიკურ გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში სისტემური ცვლილებების ადვოკატირებისა და ადამიანური რესურსის განვითარებისათვის გაწეული განსაკუთრებული ძალისხმევისათვის.

პრეზიდენტმა თამარ მუსერიძე დააჯილდოვა განსაკუთრებული სამოქალაქო ინიციატივისა და პასუხისმგებლობისათვის, პირადული გამბედაობისა და გამორჩეული საზოგადოებრივი საქმიანობისათვის.

დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა და პრეზიდენტმა სახელმწიფო ჯილდოები უფლებადამცველებს პირადად გადასცა.

Post navigation

Previous: რა არ მოეწონათ ჩვენს პარტნიორებს ქართული სასამართლო სისტემის, ის ხომ არა, სტრასბურგის ევროპული სასამართლო აქედან გაგზავნილ საჩივრებს რომ არ იღებს წარმოებაში
Next: შარშანდელმა მარტის დღეებმა დაგვანახა ის ყალბი დემოკრატია, რომელიც მძვინვარებს დღეს მსოფლიოში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.