Skip to content
13/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვფიქრობ, რომ ხალხთან მეტი კომუნიკაცია უნდა გვქონოდა და ეს კანონი სამი მოსმენით უნდა მიგვეღო – მამუკა მდინარაძე გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით

მარშალ პრესი 08/03/2024
mamuka mdinaradze

ვფიქრობ, რომ ხალხთან მეტი კომუნიკაცია უნდა გვქონოდა და ეს კანონი სამი მოსმენით უნდა მიგვეღო, – ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი აღნიშნავს, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი იყო ამერიკული კანონის პირდაპირი თარგმანი, რომელსაც შემდეგ რუსული დაარქვეს.

„ეს არის ყველაზე ბინძური ნარატივი, რაც შეიძლება არსებობდეს, მათ შორის რომელიც გააძლიერა სალომე ზურაბიშვილმა. ამერიკული კანონის წინააღმდეგ ბრძოლა როგორ შეიძლება იყოს კანდიდატის სტატუსის მიღების საფუძველი, მე ვერ წარმომიდგენია. ბევრი ადამიანი იყო შეცდომაში შეყვანილი და ზოგი ძალიან სუბიექტური. შესაბამისად, როგორ შეიძლება ამერიკული კანონის გაპროტესტებამ კანდიდატის სტატუსი მოგვაპოვებინოს. სინამდვილეში ეს იყო ამერიკული კანონის პირდაპირი თარგმანი, რომელსაც რუსული დაარქვით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: გავიდა დრო და ქართული საზოგადოება დარწმუნდა, რომ მაშინ მწარედ მოატყუეს – შალვა პაპუაშვილი 2023 წლის მარტის აქციებზე
Next: დღეს იმ საუკუნის აფერას წლისთავია, რომლითაც ქართველი ახალგაზრდების ნაწილს დააჯერეს, რომ კანონი, რომელიც ამერიკაში მოქმედებს, თურმე არის რუსული

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.