Skip to content
13/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გავიდა დრო და ქართული საზოგადოება დარწმუნდა, რომ მაშინ მწარედ მოატყუეს – შალვა პაპუაშვილი 2023 წლის მარტის აქციებზე

მარშალ პრესი 08/03/2024
shalva papuashvili

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილო სოციალურ ქსელში 2023 წლის მარტში „უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის” წინააღმდეგ გამართულ აქციებთან დაკავშირებით წერს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ქართული საზოგადოება დარწმუნდა, რომ სინამდვილეში, რაც გასულ წელს მარტის აქციების დროს მოხდა, იყო ის, რომ აჯანყდნენ ის პარტიები და ორგანიზაციები, რომლებიც გაუმჭვირვალედ იღებენ უცხოურ დაფინანსებას და მათი ინტერესი იყო, რომ ეს დამალულად დარჩენილიყო.

,,შარშან მარტში ჩვენ ვნახეთ კარგად ორგანიზებული და კოორდინირებული დეზინფორმაციული შტურმი ქართულ საზოგადოებაზე.

გავიდა დრო და ქართული საზოგადოება დარწმუნდა, რომ მაშინ მწარედ მოატყუეს.

დარწმუნდა, რომ სინამდვილეში, რაც მაშინ მოხდა, იყო ის, რომ აჯანყდნენ ის პარტიები და ორგანიზაციები, რომლებიც გაუმჭვირვალედ იღებენ უცხოურ დაფინანსებას და მათი ინტერესი იყო, რომ ეს დამალულად დარჩენილიყო.

გავიდა ერთი წელი და ქართველ ხალხს აქვს უფრო მეტი შედეგი, ვიდრე ამ კანონით მიაღწევდა. ერთი წლის თავზე, ჩვენ უფრო მეტი ვიცით ამ პარტიებზე, ორგანიზაციებზე და მათი ფარულად დაფინანსების სქემებზე. და ეს არის შედეგი, რომელსაც ქართველმა ხალხმა თავისი სიბრძნით და საკითხში სწორედ გარკვევით მიაღწია,” – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

 

Post navigation

Previous: ეშინიათ პატრონების – მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე
Next: ვფიქრობ, რომ ხალხთან მეტი კომუნიკაცია უნდა გვქონოდა და ეს კანონი სამი მოსმენით უნდა მიგვეღო – მამუკა მდინარაძე გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.