Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენ მივიღეთ ის სისტემა, რომელიც ჩვენ ქვეყანას წაადგება და რომელიც დაფუძნებულია იმ პრინციპებზე, რომლითაც ხელმძღვანელობს ევროკავშირი – ბექა დავითულიანი ცესკოს და სასამართლოს რეფორმაზე

მარშალ პრესი 08/03/2024
beka davituliani beqa

ჩვენ მივიღეთ ის სისტემა, რომელიც ჩვენ ქვეყანას წაადგება და რომელიც დაფუძნებულია იმ პრინციპებზე, რომლითაც ხელმძღვანელობს ევროკავშირი. მათ შორის, იმ პრინციპებზე მცირე კორექტირებით, რომელზეც გასცა რეკომენდაცია ვენეციის კომისიამ, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა, ცესკოს და სასამართლოს რეფორმის თაობაზე.

დავითულიანის თქმით, მმართველი გუნდის მიერ კანონპროექტების შექმნა მიმდინარეობს რეკომენდაციების გათვალისწინებით, ხოლო ოპოზიციის ვერსია ინსტიტუციურად არ წაადგებოდა ქვეყანას.

„რეკომენდაციების გათვალისწინებით მიდის კანონპროექტების შექმნა. ცესკოს შემთხვევაში, სასამართლო რეფორმის შემთხვევაში მმართველმა გუნდა წარმოადგინა თავისი კანონპროექტები, რომლებიც ნაწილი იქნა მიღებული და ნაწილი პროცესშია. ოპოზიციის ვერსია, რომ იმ გვარად დაეკომპლექტებინათ ცესკო, იმგვარად დაეკომპლექტებინათ სასამართლო სისტემა, რომ მათი პოლიტიკური ზეგავლენა ყოფილიყო ამ ინსტიტუციებში არ იქნა რა თქმა უნდა გათვალისწინებული და ეს იყო არასწორი ვერსია, რომელიც ინსტიტუციურად ამ ქვეყანას არ წაადგებოდა. „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა, რომ ცესკოს თავმჯდომარე იყოს არჩეული 6 თვით, დროებით, შემდეგ მის არჩევანს ხმა არ მისცენ, მას ჰყავდეს პოლიტიკური ნიშნით შერჩეული მოადგილე, რომელიც ცესკოს თავმჯდომარის გადაყენების შემდეგ პოლიტიკურად წარმართვას პროცესებს საარჩევნო კომისიაში, რაც არის ცალსახად მიუღებელი და არ შეიძლება ეს დავუშვათ ქვეყანაში“, – განაცხადა დავითულიანმა.

Continue Reading

Previous: დაფინანსების წყარო მაშინ არის დასამალი, როდესაც რევოლუციურ მოვლენებს, „დროას“ და მსგავს ანტისახელმწიფოებრივ ორგანიზაციებს ფარულად აფინანსებენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები
Next: სააკაშვილის მხარდამჭერები ერთმანეთს ეთერში “დაეჯახნენ” (ვიდეო)

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025