Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დაფინანსების წყარო მაშინ არის დასამალი, როდესაც რევოლუციურ მოვლენებს, „დროას“ და მსგავს ანტისახელმწიფოებრივ ორგანიზაციებს ფარულად აფინანსებენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები

მარშალ პრესი 08/03/2024
sozar subari

„დღეს გაცილებით მეტი ვიცით იმიტომ, რომ როდესაც ამაზე საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, თვითონ „ენჯეოები“ იძულებულები არიან გამოამჟღავნონ თავისი დაფინანსების წყაროები და პრინციპში, არც არაფერი არ იმალება“, – ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებრივი ინტერესის გამო არასამთავრობო ორგანიზაციები იძულებულები არიან, გამოამჟღავნონ თავისი დაფინანსების წყაროები.

„დღეს გაცილებით მეტი ვიცით იმიტომ, რომ როდესაც ამაზე საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, თვითონ „ენჯეოები“ იძულებულები არიან გამოამჟღავნონ თავისი დაფინანსების წყაროები და პრინციპში, არც არაფერი არ იმალება.

თუ ქვეყანა არის ჩვენი მეგობარი და კარგი რამე ფინანსდება, რატომ არ უნდა იცოდეს საზოგადოებამ ამის შესახებ უფრო მეტი.

თუ ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე იქნება გამოქვეყნებული ყველა „ენჯეოს“ დაფინანსებაზე ინფორმაცია, ამაზე კარგი რა არის? რა არის დასამალი თუკი, მაგალითად, მცხეთის ჯვრის მონასტრის რესტავრაციაში ჩადებს, რომელიმე საელჩო გარკვეულ თანხას, ან საზოგადოების ინფორმირებას თუ ეხება დაფინანსება, ან რომელიმე სკოლას კომპიუტერი უყიდის, რემონტი გაუკეთებს თუ საბავშვო ბაღს დაეხმარნენ – ამაში რა არის დასამალი.

მაგრამ, სწორედ იქ არის დასამალი, სადაც რევოლუციურ მოვლენებს, „დროას“ და მსგავს ანტისახელმწიფოებრივ ორგანიზაციებს ფარულად აფინანსებენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები“, – განაცხადა სუბარმა.

Continue Reading

Previous: მოვუწოდებთ დონორებს შეუწყვიტონ დაფინანსება იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ახდენენ საკუთარი თავის და იმ ღირებულების დისკრედიტაციას, რასაც ჰქვია დამოუკიდებელი, გამჭვირვალე, სამოქალაქო სექტორი
Next: ჩვენ მივიღეთ ის სისტემა, რომელიც ჩვენ ქვეყანას წაადგება და რომელიც დაფუძნებულია იმ პრინციპებზე, რომლითაც ხელმძღვანელობს ევროკავშირი – ბექა დავითულიანი ცესკოს და სასამართლოს რეფორმაზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025