ირაკლი კობახიძე: ვერც სიმულაცია და ვერც თვითდაზიანება ვერ გახდება სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისა და მითუმეტეს გათავისუფლების, შინაპატიმრობის საფუძველი

IMG.GE

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ვერც სიმულაცია, ვერც თვითდაზიანება და ვერც ამდაგვარი რამ ვერ გახდება მისი ვერც საზღვარგარეთ გადაყვანის და მითუმეტეს, გათავისუფლების, შინაპატიმრობის საფუძველი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„აქ, ძალიან მარტივადაა საქმე, მომსახურების თვალსაზრისით საპატიმროებში ვითარება რადიკალურად გაუმჯობესებულია . ეს აღარ არის ის საპატიმროები, რაც წინა ხელისუფლების პირობებში იყო, როდესაც ციხეებში წლის განმავლობაში 150 ადამიანი იღუპებოდა. დღეს, ეს სტატისტიკა 12-ჯერ არის შემცირებული, იმიტომ, რომ სრულიად სხვა მომსახურება და პირობებია. შესაბამისად, ყველა პირობა უზრუნველყოფილია და თუ ვინმეს სურს თვითდაზიანება, სიმულაცია და ა.შ. ბუნებრივია, ასეთ პირობებში წარმატებული ვერ იქნება“,- აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ყოფილი პრეზიდენტი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისს გადაიყვანეს.

IMG.GE
გაზიარება