Skip to content
07/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ვიღაცები სააკაშვილთან შევიდნენ და არ აწყობდათ იმ დიაგნოზის გამოტანა, რაც სინამდვილეშია

მარშალ პრესი 14/05/2022
ირაკლი კობახიძე ქართული

ვიღაცები სააკაშვილთან შევიდნენ და არ აწყობდათ იმ დიაგნოზის გამოტანა, რაც სინამდვილეშია – ადამიანი თვითდაზიანებას ცდილობს და იმასაც კი არ აკეთებს, სიმულირებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნაზე.

„დიაგნოზი რომ არ იცით და ამხელა პანიკა გაქვთ აწეული ეს მეტყველებს ზუსტად იმაზე, რომ ყველაფერი არის საპნის ბუშტივით. დიაგნოზიც კი არ იცით და ერთი კვირაა ამხელა კამპანია გაქვთ აწეული. რატომ არ იცით დიაგნოზი? იმიტომ, რომ ვიღაცები შევიდნენ და არ აწყობდათ იმ დიაგნოზის გამოტანა, რომელიც სინამდვილეში არსებობდა. სინამდვილეში კი, არავითარი პრობლემა არ არის. ადამიანი თვითდაზიანებას ცდილობს და იმასაც კი არ აკეთებს, სიმულირებს დღეების განმავლობაში. დიაგნოზი იმიტომ არ იცით, რომ არ გაწყობთ ეს დიაგნოზი. დიაგნოზის გარეშე რომ გაქვთ ერთკვირიანი კამპანია აწეული ყველაფერი ეს მეტყველებს იმაზე,რომ ამ კამპანიას თავიდან ბოლომდე მხოლოდ პოლიტიკური შინაარსი აქვს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყოფილი პრეზიდენტი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისს გადაიყვანეს.

Post navigation

Previous: თეა წულუკიანი: საქართველოს მთავრობა არავითარ შემთხვევაში არ ჩაერთვება ომში და არ დაღვრის არავის სისხლს
Next: ირაკლი კობახიძე: ვერც სიმულაცია და ვერც თვითდაზიანება ვერ გახდება სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისა და მითუმეტეს გათავისუფლების, შინაპატიმრობის საფუძველი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.