Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თამარ ზაალიშვილმა კიდევ ერთხელ ამხილა „ტვ პირველი“ იმ სიცრუეში, რასაც კადრულობენ დღენიადაგ

მარშალ პრესი 05/03/2024
mamka mdinaradze3

დღეს პრემიერ-მინისტრს კითხეს ეს ხომ არ არის ჟურნალისტების გაჩუმების მცდელობა -სიცრუის აკრძალვის მცდელობაა ეს და არა მხოლოდ მცდელობა, შედეგიც, იმიტომ, რომ ჟურნალისტების ნაწილი მიეჩვია, იმას, რომ მოიტყუება და გატარდა ეს თემა. ალბათ ცოტა მეტი დრო რომ მქონდეს ყველა ჩვენგანმა ყოველ დღე უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ დავსხდეთ და ეს ტყუილები ვამხილოთ, – ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, სააპელაციო სასამართლოს მიერ პრემიერ-მინისტრის დედის, თამარ ზაალიშვილის სარჩელზე „ტვ პირველის“ გამამტყუნებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, თამარ ზაალიშვილმა კიდევ ერთხელ ამხილა „ტვ პირველი“ სიცრუეში.

„ქალბატონმა, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობ და რომელიც არის უპატიოსნესი ადამიანი და ზეპროფესიონალი თავისი საქმის, არ დატოვა უყურადღებოდ ეს საკითხი და ძალიან კარგიც ქნა, რომ კიდევ ერთხელ ამხილა „ტვ პირველი“ იმ სიცრუეში, რასაც კადრულობენ დღენიადაგ, რაც იკადრეს აგერ შაბათს და როგორი მოკლე ფეხი აღმოაჩნდა ამ ტყუილს ცესკოს თავმჯდომარესთან მიმართებაშიც, სამდღიანი ტყუილი აღმოჩნდა და გაირკვა, რომ თურმე ყველაფერი წესრიგშია, თურმე იტყუება კვლავ „ტვ პირველი“, რაც გაუკეთებია არაერთხელ და ეს ხანდახან უნდა ვამხილოთ მართლაც. თუმცა ძალიან ხშირად ხდება ისე, რომ გატარება გვიწევს ხოლმე ამ საკითხების, იმიტომ, რომ ყოველდღე იტყუებიან და ყოველდღე საჩივრებს ხომ არ დავუწერ, მაგრამ ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, ის რომ დაჯდე, დაამუშაო სარჩელი და ამხილო ეს ხალხი ამ ტყუილში და იმ ძალიან ცუდ საქციელში, რაც ამ ტყუილს მოსდევს ხოლმე და რისი კამპანიებიც აქვთ დალაგებული“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: თქვენ წარმოადგენთ გუნდს, რომელმაც შენობაზე ფასადი მიმაგრებული რომ არ იყო, ის შენობა გახსნა – მამუკა მდინარაძე რომან გოცირიძეს
Next: სალომე ზურაბიშვილი სრულად არის ჩართული ცესკო-ს და 2024 წლის არჩევნების დისკრედიტაციის პროცესში, რაც სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.