Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თქვენ წარმოადგენთ გუნდს, რომელმაც შენობაზე ფასადი მიმაგრებული რომ არ იყო, ის შენობა გახსნა – მამუკა მდინარაძე რომან გოცირიძეს

მარშალ პრესი 05/03/2024
mamuka mdinaradze

თქვენ დღემდე წარმოადგენთ იმ გუნდს, რომელმაც, შენობაზე ფასადი მიმაგრებული რომ არ იყო, ის შენობა გახსნა, თქვენმა საყვარელმა პრეზიდენტმა და გორიდან ჩამოიტანა აპარატურა და უკან დააბრუნა რომ გაეხსნა, რა რესპუბლიკურზე ლაპარაკობთ – ასე უპასუხა უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე „ევროოპტიმისტების“ ლიდერს რომან გოცირიძეს.

მამუკა მდინარაძის თქმით, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებული საკითხი სახელმწიფოს, ექიმების და რაც მთავარია, პაციენტების ინტერესების გათვალისწინებით გვარდება.

„თქვენ წარმოადგენდით და დღემდე წარმოადგენთ იმ გუნდს, რომელმაც, შენობაზე ფასადი მიმაგრებული რომ არ იყო, ის შენობა გახსნა, თქვენმა საყვარელმა პრეზიდენტმა და გორიდან ჩამოიტანა აპარატურა და უკან დააბრუნა რომ გაეხსნა. რა რესპუბლიკურზე ლაპარაკობთ, საერთოდ რაზე ლაპარაკობთ, მშვენივრად ლაგდება იქ ყველაფერი, სახელმწიფოებრივად, სწორად, ექიმების ინტერესების, სახელმწიფო ინტერესების და რაც მთავარია პაციენტების ინტერესების გათვალისწინებით და მაგით ნუ ისპეკულირებთ, გირჩევთ“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: ეს რომ თქვენი „პიარშიკების“ დაგეგმილი კამპანიაა და ფასებზე საუბარი შემოგასაღეს, ნათელია – გია ცაგარეიშვილი რომან გოცირიძეს
Next: თამარ ზაალიშვილმა კიდევ ერთხელ ამხილა „ტვ პირველი“ იმ სიცრუეში, რასაც კადრულობენ დღენიადაგ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.