IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

„ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების დღე დარჩება საქართველოს ისტორიაში ძალიან დიდ და მნიშვნელოვან გარდამტეხ მომენტად. მაშინ მქონდა პატივი, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დელეგაციაში ვყოფილიყავი და ხელმოწერის ცერემონიას დავსწრებოდი“, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ქართველები მენტალურად ევროპელები ვართ, ჩვენ ვეკუთვნით ევროპას და ინტეგრაცია ჩვენს ოჯახში დაბრუნების ბუნებრივი პროცესია

„ეს დღე ემოციურად მდიდარი იყო და გვახსენებდა ყველას იმ ძველ წლებს, როცა ყველანი ვიყავით სტუდენტები, შემდგომ ახალბედა საჯარო მოხელეები. 90-იან წლებში მე საგარეო საქმეთა სამინისტროში დავიწყე მუშაობა. მახსოვს ირაკლი მენაღარიშვილის, შემდეგ საშა ჩიკვაიძის და ალექსანდრე რონდელის სიტყვები, რომ ჩვენ შეიძლება ვერა, მაგრამ თქვენ როცა იქნებით ჩვენს ასაკში უკვე ევროპასთან ინტეგრაცია იქნება დაწყებული. მათი მჯეროდა, პატივს ვცემდი, მაგრამ მაინც ვფიქრობდი, რომ ეს თუ ოდესმე ჩემს სიცოცხლეში მოხდებოდა.

მინდა ჩვენს ყველა მოქალაქეს ეს დამდგარი რელობა მივულოცო. წლები გადის, ინტეგრაცია გაღრმავდება და უკვე ჩვენს ასაკში რომ იქნება ახალგაზრდა თაობა, რომელსაც ჩვენი დიდი ძალისხმევით, დასავლური კურსით, რეფორმებით, ვიზალიბერალიზაციაც მოვუტანეთ. გარდა ასოცირების შეთანხმების ხელმოწერისა ისინი უკვე შეძლებენ რომ რეალურად სრულფასოვანი ინტეგრაცია გაგრძელდეს ევროკავშირთან“- აღნიშნა წულუკიანმა.

მისი თქმით საქართველო მზად არის უფრო მეტი ინტეგრაციისთვის ევროკავშირში, რადგან მთავრობამ კარგად შეასრულა ევროპელი კოლეგების „საშინაო დავალება“, სირთულეების მიუხედავად გაატარა რეფორმები.

2020 წლის 27 ივნისს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოციერების ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 წელი გავიდა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE