
ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე განცხადებას ავრცელებს და ტელეკომპანია “პირველის” მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას პასუხობს:
“წარმოიდგინეთ, რამდენად შორს არის ევროპისგან და სტანდარტებისგან ის მედია და ჟურნალისტი, რომელიც არ აშუქებს საკუთარ ქალაქში არცერთ ახალ პროექტს, არცერთ პოზიტიურ ინიციატივას და სიახლეს – არამედ კუთხეში არის ჩასაფრებული და დღის ბოლოს მუშების სახლში წასვლას ელოდება, რომ “სკანდალური” სიუჟეტი გააკეთოს. სამაგიეროდ, რომ დაავალონ ხვალვე გააკეთებს მეორე სიუჟეტს, სადაც იტყვის, რომ იგივე მუშები “ზეგანაკვეთურად მუშაობენ ანაზღაურების გარეშე”…
ოზურგეთში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები დავიწყეთ და დეზინფორმაცია ხელს ვერ შეგვიშლის საქმის კეთებაში.
პრემიერ მინისტრს მადლობა მხარდაჭერისთვის – ჩვენ, მოქალაქეებთან ერთად, განვაახლებთ ოზურგეთს.” – აცხადებს თალაკვაძე
