Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენ ჩავრთავთ სამუშაო პროცესში ყველა პოლიტიკურ პარტიას, ვინც წარმოდგენილია პარლამენტში – ნიკოლოზ სამხარაძე ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის ინიციატივაზე

მარშალ პრესი 01/03/2024
ნიკოლოზ სამხარაძე2

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, საინტერესოა გავიგოთ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ლელოს“ აზრი ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის ინიციატივაზე.

როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საკანონმდებლო ინიციატივის სამუშაო ვერსია პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად დაიწერება და განიხილება.

„ჩვენ ჩავრთავთ სამუშაო პროცესში ყველა პოლიტიკურ პარტიას, ვინც წარმოდგენილია პარლამენტში. ჯერ არ არსებობს არანაირი სამუშაო ვერსიაც კი. სამუშაო ვერსიაც იქნება განხილული და დაწერილი მათთან ერთად, ვგულისხმობ საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებს. საინტერესოა გავიგოთ ასევე მათი აზრიც ამ საკითხთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჯერ ეს ყველაფერი არის ძალიან საწყის ეტაპზე და საწყის ფორმაში და პროცესი გვაჩვენებს, როგორ განვითარდება. ჯერჯერობით კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით, როდესაც დაიწყება ამაზე მუშაობა, როდესაც ჩაერთვებიან ამაში პარტიები და იქნება პირველი ვერსია, ამის შემდეგ შეგვიძლია უკვე კონკრეტიკაზე ვისაუბროთ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონებში პარტიულ აქტივთან შეხვედრებს აჭარიდან იწყებს
Next: დავიჯეროთ აშშ-ს საელჩოში არ იციან, რომ “ტვ ფორმულას” დამფუძნებელი მართლმსაჯულებას ემალება?! იციან და ელჩი მაინც სტუმრობს?!

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.