Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონებში პარტიულ აქტივთან შეხვედრებს აჭარიდან იწყებს

მარშალ პრესი 01/03/2024
ირაკლი ღარიბაშვილი9

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონებში პარტიულ აქტივთან შეხვედრებს აჭარიდან იწყებს.

ინფორმაციას პარტიის პრეს-სამსახური ავრცელებს.

“პირველი შეხვედრა 2 მარტს, 13.00 საათზე, ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართება, რომელიც რუსთაველის 1-ლ ნომერში მდებარეობს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ლიდერი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ბათუმის, ქობულეთის, ხულოს, შუახევის, ქედას და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების პარტიული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდებიან.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში, 10 რეგიონში შეხვდება.”- ნათქვამია განცხადებაში.

Post navigation

Previous: თქვენ ხართ ადამიანი, რომელმაც სულში ჩააფურთხეთ ამომრჩეველს და დადექით „ნაციონალური მოძრაობის“ მხარეს! – მიმართვა გიორგი გახარიას
Next: ჩვენ ჩავრთავთ სამუშაო პროცესში ყველა პოლიტიკურ პარტიას, ვინც წარმოდგენილია პარლამენტში – ნიკოლოზ სამხარაძე ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის ინიციატივაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.