Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ალექსეი არესტოვიჩი – კარგად ვიცი საქართველოს ხელისუფლების მდგომარეობა, ისინი არ გამოიყურებიან ისე, რომ შეუძლიათ ცხინვალში შესვლა

მარშალ პრესი 14/05/2022
ალექსეი არესტოვიჩი

კარგად ვიცი საქართველოს ხელისუფლების მდგომარეობა, ისინი არ გამოიყურებიან ისე, რომ შეუძლიათ ცხინვალში შესვლა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა „ფეიგინ ლაივთან“ ინტერვიუში განაცხადა.​

არესტოვიჩმა უპასუხა შეკითხვას, „იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ჯარების ნაწილი გაყვანილია უკრაინაში, საქართველოს ახლა რომ განეხორციელებინა რაიმე სამხედრო მოქმედებები, ექნებოდა თუ არა ცხინვალში შესვლის შანსი“.

„მე კარგად არ ვიცი საქართველოს შეიარაღებული ძალების მდგომარეობა. ვერ ვიტყვი, შეუძლია, არ შეუძლია, არის თუ არა ახლა შესაბამის მდგომარეობაში, მაგრამ მე კარგად ვიცი საქართველოს ხელისუფლების მდგომარეობა. ისინი არ გამოიყურებიან ისე, რომ შეუძლიათ. შეიძლება, შეუძლიათ, მაგრამ მე ასე არ მგონია, რადგან ქვეყნის ხელისუფლებას არ შეუძლია კამათში შემოსვლა ორ შტატგარეშე მრჩეველთან, კერძოდ, ეს ხდება პრემიერ-მინისტრისა და მმართველი პარტიის ლიდერის დონეზე და ასე შემდეგ. ეს ჩვეულებრივ მაშინ ხდება, როდესაც ძალიან ზუსტად მოარტყამ მტკივნეულ ადგილზე. მაგრამ, ქართველი ხალხი იკითხავს, „ბიჭებო, როგორაა ზოგადად ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, როდესაც ჩვენი კუთვნილება მიაქვთ ახლა უკვე არა მხოლოდ დე ფაქტოდ, არამედ დე იურედ“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

ამასთან, არესტოვიჩმა ისაუბრა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთთან მიერთების შესახებ დაგეგმილი ე.წ. რეფერენდუმის შესახებ.

„ვფიქრობ, დასავლეთი რეაგირებას მოახდენს. ეს იქნება საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია ამ ომზე და კრემლის ამგვარ ზოგად ქმედებებზე მთელ მსოფლიოში. შეგახსენებთ, რომ გენერალურ ასამბლეაზე კრემლის ვეტოს წინააღმდეგ 141-მა ქვეყანამ მისცა ხმა უშიშროების საბჭოში. ეს არის დედამიწაზე არსებული ყველა სახელმწიფო წარმონაქმნის სამი მეოთხედი. ახლა ვნახოთ, როგორი რეაქცია ექნება სუვერენული სახელმწიფოს, საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ანექსიაზე. ანექსიის მცდელობაზე. ვნახოთ, როგორი რეაქცია ექნება დასავლეთს. მაინტერესებს საფრანგეთი, გერმანია, შეერთებული შტატები და ბრიტანეთი“, – აღნიშნა არესტოვიჩმა.

Post navigation

Previous: შალვა პაპუაშვილი: ბრალდება, თითქოს, ევროკავშირი ჩაერია მოლდოვის არჩევნებში, ოფიციალურად გამოაშკარავებულია, როგორც რუსული დეზინფორმაცია. ამ შემთხვევაში, ნიკა მელია და „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებენ რუსულ პროპაგანდას
Next: თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლასა და თსუ-ს თანამშრომლობით ახალი სამაგისტრო-საგანმანათლებლო პროგრამა შეიქმნება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.