Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ბრალდება, თითქოს, ევროკავშირი ჩაერია მოლდოვის არჩევნებში, ოფიციალურად გამოაშკარავებულია, როგორც რუსული დეზინფორმაცია. ამ შემთხვევაში, ნიკა მელია და „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებენ რუსულ პროპაგანდას

მარშალ პრესი 13/05/2022
შალვა პაპუაშვილი

,,ბრალდება, თითქოს, ევროკავშირი ჩაერია მოლდოვის არჩევნებში, ოფიციალურად ანტიდეზინფორმაციულ ვებგვერდზე ნახავთ. ევროკავშირის დეზინფორმაციის წინააღმდეგ მებრძოლ განყოფილებას ეს ინფორმაცია აქვთ ოფიციალურად აღიარებული და გამოაშკარავებული, როგორც რუსული დეზინფორმაცია და პროპაგანდა. ამ შემთხვევაში, ნიკა მელია და „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს, რომ ევროკავშირი არის ის გაერთიანება, რომელიც ერევა სხვა ქვეყნის არჩევნებში. ამაზე მეტი რუსული პროპაგანდა რა უნდა გაატაროს „ნაციონალურმა მოძრაობამ?” – არ ვიცი,’’- ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია POSTV-ის ეთერში განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ,,ნაციონალურ მოძრაობას’’ აქვს ფუნდამენტური პრობლემა, რომელიც მის სტაბილურ ამომრჩეველს უკავშირდება. სწორედ, ამის შედეგია ის მარცხი, რასაც პარტია ყველა არჩევნებზე განიცდის.

„ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ფუნდამენტური პრობლემა, რომ მას ჰყავს სტაბილური ამომრჩეველი, რომელიც არც იკლებს და არც მატულობს. იმიტომ, რომ გარკვეული ჩამოყალიბებული დამოკიდებულება აქვთ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის მიმართ, მაგრამ სწორედ ის ფაქტი, რომ არც ემატებათ და არც აკლდებათ ამომრჩეველი ნიშნავს იმას, რომ მათი ქცევა არასწორია. მათ არანაირი შეთავაზება არ აქვთ მოსახლეობის მიმართ გარდა დესტრუქციისა, რევანშისა და სწორედ, რევანშის მომხრეები ჰყავთ ამომრჩევლებად, სტაბილურად, 2012 წლიდან. რევანში, რომ ვერ შედგება ამ რაოდენობის მომხრეებით, ესეც ნათელია. ამ იმედგაცრუებას „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებში ყოველ ჯერზე იგრძნობს,’’ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: ლევან ნიკოლეიშვილი გიორგი ხარჩილავაზე: ამ ლოთმა, ხალხს წაართვა სოფლის პროგრამით სარგებლობა და თან, “ზაპოიშია” და 2 კვირაა წალენჯიხაშიც არ ყოფილა
Next: ალექსეი არესტოვიჩი – კარგად ვიცი საქართველოს ხელისუფლების მდგომარეობა, ისინი არ გამოიყურებიან ისე, რომ შეუძლიათ ცხინვალში შესვლა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.