Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჯერ წვრილფეხობა ააკაკანეს – გია აბაშიძე

მარშალ პრესი 01/03/2024
gia abashidze

ფსევდოლიბერალური მავნე პროპაგანდისგან დამცველი კანონპროექტის “რუსულად” შერაცხვას ნამდვილად აპირებენ ნაცსექტაში და ჯერ წვრილფეხობა ააკაკანეს (გირჩი ჯაფარიძის ადეპტი ვახტანგ მოსიაშვილი, იგივე ტორესა მოსი), – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, მწერალ ტორესა მოსის განცხადებას მმართველი გუნდის მიერ ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და მისი მავნე შედეგებისგან დაცვის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებასთან დაკავშირებით.

აბაშიძის თქმით, ტორესა მოსის შემდეგ სხვა მწერლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ქართველი თუ უცხოელი პოლიტიკოსებიც გამოვლენ აღნიშნული ინიციატივის წინააღმდეგ.

“ფსევდოლიბერალური მავნე პროპაგანდისგან დამცველი კანონპროექტის “რუსულად” შერაცხვას ნამდვილად აპირებენ ნაცსექტაში და ჯერ წვრილფეხობა ააკაკანეს (გირჩი ჯაფარიძის ადეპტი ვახტანგ მოსიაშვილი, იგივე ტორესა მოსი). შემდეგ იქნებიან “უბორნიის” “მწერლები” და უინტელექტო “ენჯეოშნიკები”, მერე ნაცპოლიტიკანები და, ცხადია, რეპუტაციაშელახული, ე.წ. პრეზიდენტი ზურაბიშვილი, ტრადიციული ბექ ვოკალი ოდიოზური ევროპარლამენტარებისგან.

გვინახავს ეს “ნაცქაჯური” “ლიბერალურად” შემოსაღებული სერიალები. თუმცა, საზოგადოების უმრავლესობასთან ჭიდილს ნამდვილად არ ვურჩევდი ვერცხლისმოყვარე, უსამშობლო, მარგინალ პერსონაჟებს.” – წერს აბაშიძე Facebook-ზე.

Continue Reading

Previous: რამდენი ხანია ქართველი ხალხი ელის ამ ინიციატივას – თამარ ჩიბურდანიძე LGBT პროპაგანდის აკრძალვაზე
Next: საქართველოს თავდაცვის მინისტრი საბერძნეთის ელჩსა და თავდაცვის ატაშეს შეხვდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025